ანტიჰოროსკოპი - 5 თვისება რატომ არ უყვართ ლომი

ანტიჰოროსკოპი - 5 თვისება რატომ არ უყვართ ლომი

დაბადებულ ადამიანს, ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".

ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.

მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად ლომი?

1. მედიდურობის გამო - ლომები ბუნებით არისტოკრატები არიან და არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ კონკრეტულად როგორ ოჯახში დაიბადა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი. მათი იმიჯი გამორჩეულად მეფურია, რაც ბევრს არ ეპიტნავება.

2. ღრიალის გამო - დიახ, დიახ მამრობითი და მდედრობითი სქესის ლომებს, ორივეს ახასიათებს ღრიალი - მაშინ როცა რამე არ კეთდება, სხვები თუ ზარმაცობენ და ა.შ. ლომებს უყვართ უფროსობა და ცოტა უტაქტოდაც გამოსდით ხოლმე ხშირად ხელქვეითებთან კომუნიკაცია. უბრალოდ მათი ღრიალი არასოდესაა საშიში. ლომი არ განეკუთვნება ბოღმიანთა კატეგორიას.

3. იმიტომ რომ არ ეხერხებათ პატიების თხოვნა -

ლომის ნაკლიც და ღირსებაც სიამაყეა. ზოგჯერ ეს მის ცხოვრებაში ცუდ როლს თამაშობს. იმიტომ რომ, ელემენტარული ბოდიშის მოხდას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს სიკვდილი ურჩევნია. თუმცა ისინი საქციელით ყოველთვის ცდილობენ გამოისყიდონ დანაშაული.

4. ტრაბახის გამო - დიახ, ლომებს უყვართ თავის მოწონება. იმით რაც აქვთ, რაც არ აქვთ ან მომავალში ექნებათ. ლომები თავმომწონე ადამიანები არიან. ტრაბახისკენ მიდრეკილებას კი არასოდეს აქვს მათ შემთხვევაში ბოროტი განზრახვა. ლომს მოსწონს საკუთარი თავის შექება.

5. უტაქტობის გამო - სამწუხაროდ, ამ მეფურ და ამაყ ადამიანებს ხშირად არ ყოფნით გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებაში დიპლომატია. ამ შემთხვევაში გაიხსენეთ, რომ ლომი გულით იმართება და თუკი ის გაუზრებლად გეუხეშათ, იცოდეთ გულის სიღრმეში მოგვიანებით ძალიან განიცდის ამას!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?