დაბადებულ ადამიანს, ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".
ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.
მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად მორიელი?
1. გესლიანი ენის გამო - მორიელებს მწარე ენა აქვთ ეს ფაქტია, მათი სიტყვები ბასრი სამართებელივით ეხება ნებისმიერი ადამიანის გულს.
2. ბოღმიანობის გამო - მორიელების უმეტესობას არასოდეს ავიწყდება არც ჩადენილი სიკეთე და არც ბოროტება. ამ ადამიანებს შეუძლიათ წლების მანძილზე ელოდონ ხელსაყრელ მომენტს შურის საძიებლად.
3. მანიპულატორობის გამო -
მორიელი ჭკვიანი, წინდახედული და სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანია. მას შეუძლია გასაოცარი ინტრიგები ხლართოს სასურველი მიზნის მისაღწევად.
4. ძალაუფლების სიყვარულის გამო -
ამ საკითხში მორიელის კონკურენტები, მასავით ძალაუფლების მოყვარული ადამიანები არიან. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, მორიელებს ეხერხებათ სიტუაციის მართვა.
5. ეჭვიანობის გამო - მორიელების დიდი ნაწილი, საკუთარი თავის გარდა არავის ენდობა. ზოგიერთი ადამიანისთვის კი ეს ძალზე შეურაცხმყოფელია.