დაბადებულ ადამიანს, ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".
ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.
მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად სასწორი?
1. მერყევი ხასიათის გამო - სასწორი არასოდეს უნდა დააყენოთ არჩევანის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და რაც მეტი დრო ექნება არჩევანის გასაკეთებლად, მით მეტად გაჭიანურდება მისი პასუხი.
2. გაუბედაობის გამო - სასწორი სამართლიანი, ობიექტური ადამიანია. მაგრამ, თუკი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლაა საჭირო, აქ იგი უკან იხევს და პასიურ პოზიციას ინარჩუნებს.
3. მუდმივად ბალანსის ძიების გამო - "არც მწვადი დაწვა, არც შამფურიო" - სასწორებზე უთქვამთ. ზოგჯერ ამ მიდგომის გამო მათ ორპირობაშიც კი სდებენ ბრალს.
4. არ შეუძლიათ პრინციპული მიდგომა -
როგორც წესი, სასწორი ზედმეტად ხათრიანია. ამიტომ ხშირად იტანჯება იმის გამო, რომ ვერ ახერხებს არას თქმას კონკრეტულ სიტუაციაში. თუმცა თავისი ამ საქციელით სხვებსაც არანაკლებ ტანჯავს.
5. სიჯუტის გამო -
სასწორი საოცრად ჯიუტია. ამასთან ერთად, მას ე.წ. "პასიური სიჯიუტე" ახასიათებს. ღიად არასოდეს დაგიპირისპირდებათ, მაგრამ რაც უფრო მეტად ელით მისგან რაიმე ნაბიჯის გადადგმას, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ სასწორი ამას იზამს.