ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".
ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.
მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად თევზები?
1. დაბნეულობის გამო - თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა დიდი ნაწილი გასაოცარი დაბნეულობით გამოირჩევა. რის გამოც ხშირად უფუჭებს სხვას საქმეს.
2. გადამეტებული მეოცნებეობის გამო - ზოგჯერ სურვილი გიჩნდება თევზების ნიშნით დაბადებული შეანჯღრიო და უთხრა: "მოიხსენი ეგ ვარდისფერი სათვალე!"
3. პასიურობის გამო - თევზების ნიშნით დაბადებულებს უყვართ დინების მიხედვით ცურვა. ეშინიათ ბრძოლისა და წინააღმდეგობების.
4. ჭორაობის გამო - დიახ დიახ, თევზების დიდ ნაწილს შესანიშნავად შეუძლია ენის მიტან-მოტანა და ჭორაობა ზურგს უკან.
5. ემოციური სიცივის გამო - ერთი შეხედვით ისინი უემოციო ადამიანებს გვანან. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - მთავარია, ახლოს გაიცნოთ თევზი.