რუსეთის ხელისუფლების, კერძოდ მისი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქმედებები კი, რა თქმა უნდა, ერთობ შემაშფოთებელია. ამ თემის გარშემო სხვადასხვა ქვეყნის ასტროლოგებიც ინტენსიურად მუშაობენ, იმიტომ რომ საკითხი – იქნება თუ არა შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა დამთანხმებით რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობის ფარგლებს ცდება და ზოგადად, მსოფლიო წესრიგსა და სიმშვიდეს უქმნის რეალურ საფრთხეს...
მაინც რას უნდა ველოდოთ უახლოესი თვეების მანძილზე, როგორ კალაპოტს მიიღებს პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობა და საერთოდ, როგორი იქნება მსოფლიოს მომავალი?
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, რუსეთის უმაღლესი ხელისუფალი პლანეტარული განლაგების მიხედვით ჯერ კიდევ მაშინ აღმოჩნდა დასავლეთის მიერ კარგად დაგებულ "მახეში", როცა ყირიმში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების ბრძანება გასცა. ამჯერად კი მან ეს შეცდომები რეფერენდუმის ფაქტითაც დაამძიმა. პუტინის პირად ასტროლოგიურ რუკაში ძლიერად და ნეგატიურადაა გამოვლენილი ლომის ზოდიაქო და მისი ცუდი თვისებები. კერძოდ – ძალაუფლების მანიაკალური სიყვარული, დიქტატორული მიდრეკილებები, საკუთარი სიდიადის და უძლეველობის ილუზორული აღქმა. ეს ყველაფერი კი ამ ეტაპზე შავი მთვარის ტრანზიტით ძლიერდება, რომელიც ზუსტად ლომის ზოდიაქოს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ "მისტერ პუტინი" ნარცისიზმის სინდრომით დაავადდა და იოტის ოდენა ეჭვიც აღარ ეპარება საკუთარ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებში. იგი მზადაა მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდეს და მიაჩნია, რომ ყველას და ყველაფერს გაუმკლავდება, ყველას დასჯის და მიუჩენს ადგილს... და სწორედ აქ ცდება იგი.
როგორც რამდენიმე წამყვანი ევროპელი ასტროლოგი ვარაუდობს, რუსეთის პრეზიდენტს აპრილის ბოლოს – დაახლოებით 20-26 რიცხვების შუალედში, რეალური სასიკვდილო საფრთხე ელის. ეს შესაძლოა იყოს როგორც უახლოესი გარემოცვის მხრიდან დაგეგმილი მისი ლიკვიდაციის გეგმა (ტრანზიტული გათვლები ძალადობრივი სიკვდილის დიდ ალბათობას აფიქსირებს) ისევე მოულოდნელად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სავარაუდოდ ინსულტის სახით გამოიხატება.