აპრილში ორ ფრონტზე მოგიწევთ "ბრძოლა" - ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და შინაგანი ბალანსის აღსადგენად. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ თვეში მოახერხებთ მოთმინების
მოკრებას და ხელის ჩაქნევის ნაცვლად, დაელოდებით თქვენი ვარსკვლავის ამობრწყინებას.
ვერძები, რომლებსაც პარტნიორთან ერთად ბიზნესი აქვთ, სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ. ვარსკვლავები იუწყებიან, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში აგრესიას გამოავლენთ, რითაც
შესაძლოა პარტნიორი დააფრთხოთ. თუ თვის ჰოროსკოპს დავუჯერებთ, ვერძები, რომლებსაც დაორსულება სურთ, დიდ წინააღმდეგობას წააწყდებიან. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების აზრები გაიყოფა, რამაც შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს.
კუროები, რომლებიც აქამდე არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ, სწორ გზაზე დაბრუნდებიან აპრილში.
ამ პოზიტიური ცვლილების მიუხედავად პირად ცხოვრებაში არეულობაა მოსალოდნელი. თუმცა, პრობლემის
გადაჭრას საუბრითაც შეძლებთ და არ მოგიწევთ უკიდურესი ზომებისთვის მიმართვა. ამ თვეში ოჯახის უფროსი წევრები დახმარების ხელს გამოგიწვდიან.
ამ ნიშნით დაბადებულები, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ბოლოს და ბოლოს იპოვიან ვაკანტურ ადგილს
და დასაქმდებიან კიდეც. შესაბამისად, მოახერხებენ ვალების გასტუმრებასაც. ბევრი კურო ინვესტიციას
გონივრულად ჩადებს. აპრილის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მოიზიდავთ ფორტუნას.
თვის ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ მოგზაურობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.
აპრილში ტყუპი თავდაუზოგავად იშრომებს და თითქმის ყველა გეგმას განახოციელებს. გაიზრდება ამ ნიშნით დაბადებულის თავდაჯერებულობა, რის გამოც საკუთარი ოცნებები სავსებით ხელშესახები მოეჩვენება. მართლაც,
თქვენ თავად ირჩევთ რა არის მარტივი და რა - რთული. მოემზადეთ გაურკვევლობებისა და ხშირი კონფლიქტისთვის, რადგან აპრილში თქვენ და თქვენს პარტნიორს საჩხუბარი მიზეზი არ გამოგელევათ. ფინანსურადაც რთული პერიოდი გიდგებათ, ამიტომ გონივრულად ხარჯეთ ფული, იმის მიუხედავად, რომ მოწოდებით მფლანგველი ხართ. თუ გამოცდის ჩაბარება გიწევთ, ის საკითხებიც კი გადაიმეორეთ, რომელიც კარგად გახსოვთ, რადგან შესაძლოა ტესტში სიურპრიზი დაგხვდეთ.
აპრილში გაიზრდება თქვენი ინტერესი კარიერისადმი. თვის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ მოსალოდნელია დიდი წარმატება. მიუხედავად თქვენი დამოუკიდებლობისა, გარშემომყოფების დახმარება დაგჭირდებათ. კარგი პერიოდია დასაორსულებლად, შვილის ჩასახვისთვის. რომანტიკული ურთიერთობა დასტაბილურდება. მოსალოდნელი არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აპრილი აღმოჩნდება წლის ის თვე, როდესაც კირჩხიბს აღარ მოუწევს ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობა. იმ თანხას ელოდეთ, რომელიც მარტში უნდა ჩაგრიცხვოდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. მოსწავლე ან სტუდენტ კირჩხიბებს მეცადინეობა გაუჭირდებათ, კონცენტრაციისთვის დიდი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდებათ. აპრილში მოერიდეთ საზღვარგარეთ წასვლას, შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი მოგზაურობა.
ლომი აპრილში მოახერხებს პროფესიულად გაიზარდოს ან სტატუსი აიმაღლოს. ამ თვეში ელოდეთ
პოზიტიურ ემოციებს, სასიამოვნო გამოცდილებას და მძაფრ შთაბეჭდილებებს. ასაკით უფროსი ადამიანები
არ დაიშურებენ კომპლიმენტებს. ზოგიერთ ლომს გრძნობები გაუჩნდება მეგობრისადმი,
რასაც დიდხანს შეებრძოლება. ზურგის, ბეჭებისა და წელის ტკივილის ასაცილებლად, დაკავდით ფიტნესით.
ელოდეთ დამატებით შემოსავალს. ასევე, მომგებიანი იქნება ყველა პროექტი, რომელსაც ამ თვეში დაასრულებთ.
ლომები მარტივად აითვისებენ ახალ ინფორმაციას, რის გამოც მეცადინეობა გაუადვილდებათ და
ეს პროცესი სიამოვნებასაც კი მიანიჭებს მათ. გარშემომყოფები თვალნათლივ დაინახავენ
თქვენს პროგრესს უნივერსიტეტში, სკოლაში ან სხვა სახის სასწავლო დაწესებულებაში.
მოემზადეთ მოვლენისთვის, რომელიც თმას ყალყზე დაგიყენებთ. შეხვდებით ადამიანს, რომლის დანახვისთანავე
თავს დაკარგავთ, ემოციები შემოგიტევთ და სერიოზული საფიქრალი გაგიჩნდებათ. აპრილში გააქტიურდებიან თქვენი მტრებიცა და შინაგანი დემონებიც, ამიტომ ორივეს წინააღმდეგ მოგიწევთ ბრძოლა. 19 აპრილს ძალიან სენტიმენტალური გახდებით, თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს სავსემთვარეობა, იმის მიხუედავად, რომ
წყლის ნიშანი არ ხართ. თვის შუა რიცხვებში შემოგაწვებათ ნოსტალგია ადგილისადმი, სადაც გაიზარდეთ ან ბევრი მოგონება გაკავშირებთ. ამ ნიშნით დაბადებულ ბევრ ადამიანს ბავშვობაში დაბრუნება მოუნდება. აპრილში მოერიდეთ გაჯეტების შეძენას. სამაგიეროდ, შეგიძლიათ თამამად იყიდოთ ანტიკავრიატი.
მიხვდებით, რომ პირად პრობლემებს მარტო ვერ უმკლავდებით და ინტიმურ საკითხებზე მეგობრებთან დაიწყებთ
საუბარს. აღმოაჩენთ, რომ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის გაცილებით მეტი საიდუმლოა,
ვიდრე გეგონათ. თუ დეტექტივის როლს მოირგებთ და ყველაფერს გამოააშკარავებთ, შესაძლოა ურთიერთობისთვის წერტილის დასმა მოგიწიოთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, ხათ თუ არა მზად ძირფესვიანი ცვლილებებისთვის. აპრილში ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. სამსახურში გაიზრდება კონკურენცია და მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა, საჭირო თანამშრომელი ხართ.
აპრილი გაცილებით უფრო დატვირთული იქნება, ვიდრე მარტი იყო. მიხვდებით,
რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ საშინაო საქმეს, თუნდაც საძინებლის დალაგებას ან ყვავილების მორწყვას.
დგება პერიოდი, როცა ლოგიკურ რუტინას დაუბრუნდებით. რა იგულისხმება ლოგიკურ რუტინაში?
მშვიდი ყოველდღიურობა, ექსცესების გარეშე, რომელიც წესით უნდა მოგნატრებოდათ, თქვენი ცხოვრების
რეჟიმიდან გამომდინარე. ზოგიერთი მორიელი დიეტის ან ვარჯიშის დაწყებას გადაწყვეტს.
ფრთხილად შეარჩიეთ საკვები, მოერიდეთ ალკოჰოლს და გაზიან სასმელს, რადგან მოსალოდნელია მოწამვლა ან
კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.
ფული!ფული!ფული! - მხოლოდ ეს გაკერიათ პირზე.... ან, თუ გამუდმებით ფინანსურ საკითხებზე არ საუბრობთ, შემოსავლის გაზრდაზე ფიქრობთ. აპრილში მიხვდებით, რომ თქვენი ხედვა მატერიალისტური გახდა, ფულს მიეჯაჭვეთ და ცხოვრებით უწინდებურად ვეღარ ტკბებით. ამ თვეში შანსი მოგეცემათ ვალებისა და საბანკო სესხებისგან გათავისუფლდეთ. თუ ოფისში მუშაობთ, ელოდეთ მხიარულებასა და
გუნდურ სულისკვეთებას. მშვილდოსანი, რომელსაც პარტნიორი ჰყავს, ვეღარ გაძლებს მის გარეშე. შესაძლოა წინათ სწორედ თქვენ მეფობდით სიყვარულში, მაგრამ ახლა დამონების დროა.
იმ მშვილდოსნებს, რომლებსაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვიათ, აპრილში რომანტიკული ნაცნობობა არ ელოდებათ.
აპრილში სახლში დიდი დროის გატარება გენდომებათ. ზოგიერთი თხის რქა თავს ცუდად იგრძნობს, შემოაწვება
სევდა და შესაძლოა იტიროს კიდეც. ამ ნიშნით დაბადებულებს გაახსენდებათ ბავშვობისდროინდელი ტრავმები.
19 აპრილიდან გაიზრდება თქვენი პოპულარულობა. ადამიანებისთვის ძალიან საჭირო გახდებით. გამყარდება თქვენი რეპუტაცია. კარგი თვეა ბიზნესის დასაწყებად და იმ გეგმისთვის ხორცის შესასხმელად, რომელიც დიდი ხანია თავში გიტრიალებთ.
მეზობლებთან დაახლოვდებით, რადგან ხშირად მოგიწევთ მათთან ურთიერთობა. აპრილში მოსალოდნელია
ღონისძიებები, რომლებიც უთქვენოდ ნამდვილად ვერ ჩაივლის. გარშემომყოფები ხშირად გკითხავენ აზრს,
რადგან კომპეტენტურად მიგიჩნევენ. ამ თვეში მოინახულებთ დედმამიშვილებს ან ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. აპრილში გაიგებთ ჭორებს, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ. ზოგიერთი მერწყული წარსულში ქექვას დაიწყებს.
აპრილში ფუფუნების ნივთების შეძენა მოგინდებათ. მართლაც, შოპინგი საუკეთესო თერაპია იქნება თქვენთვის. ბოლოს და ბოლოს,იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანეთ, იმსახურებთ განებივრებას! 19 აპრილს თქვენი ცხოვრება ნამდვილ მელოდრამად გადაიქცევა, ცრემლების ღვრითა და მაღალფარდოვანი დიალოგით.
შესაძლოა გაგიწყდეთ ან დაგეკარგოთ ძაფი, რომელიც მეგობრებთან გაკავშირებდათ.
რომელიღაც დაქალი/ძმაკაცი ან ახლო ნათესავი ფინანსურ დახმარებას გთხოვთ, რაზეც უარს მიიღებს. ეს დაგიძაბავთ ურთიერთობას ან დისკომფორტს გააჩენს თქვენ შორის. ამ თვეში აღებული ყველა ინტერვიუ კარგ შედეგს გამოიღებს. თუმცა, პრობლემას შეგიქმნით ეჭვები: ,,ნამდვილად პროფესიონალი ვარ?" ,,კარგად ვართმევ თავს დავალებებს?" შეწყვიტეთ თვითკრიტიკა. ამ თვეში მარტივად გაყიდით ნივთებს, უძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს.