ხოლო თუ მათ შესახებ არაფერი გსმენიათ, გაეცანით ჩამონათვალს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.
ამბერი - ტკბილი, თბილი არომატი აქვს. ათბობს გულს, აკეთილშობილებს მას და აუმჯობესებს დამოკიდებულებას ადამიანებს შორის.
ფორთოხალი - მოტკბო, მაგრამ ცივი სურნელი აქვს. მოგიხსნით დეპრესიას, შფოთისა და შიშის შეგრძნებას. მკურნალობს, ფრიგიდულობასა და უძილობას.
ბერგამოტი - ცივი, ნაზი, მომჟაო-მოტკბო სურნელის მქონეა. აქვს მატონიზირებელი და დამამშვიდებელი ეფექტი. გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, ყურადღებას, მოგიხსნით დაღლილობას.
ვანილი - ტკბილი, სასიამოვნო არომატი აქვს. ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას ანიჭებს. გულს აკეთილშობილებს, ადამიანს გულითადი საუბრისთვის განაწყობს.
გარდენია - მსუბუქი, ცივი ოდნავ მოტკბო სურნელი. ამშვიდებს ნერვებს, აქვს ანტისტრესული მოქმედება.
გერანი - გამაგრილებელი არომატი, აქვს ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით. მოგიხსნით თავის ტკივილს.
ჰიაცინტი - მსუბუქი და ცივი. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალას. ადამიანს თვითანალიზში ეხმარება.
ჟასმინი - ნაზი, მოტკბო-ცივი არომატი. მას ”სიყვარულის მთვარის შუქსაც” უწოდებენ. მიჩნეულია ქალურ არომატად. აქვს ანტისტრესული მოქმედება. აძლიერებს მგრძნობელობას.
ილანგ-ილანგი - მსუბუქი, გამამხნეველი არომატი. მოგიხსნით ნერვულ დაძაბულობას, თავის ტკივილს. კარგი აფროდიზიაკია. მამაკაცურ არომატად მიიჩნევა.
კედარი - თბილი, რბილი არომატი. კურნავს ზედა სასუნთქ ორგანოებს. ორგანიზმს ენერგიით ავსებს, აღაგზნებს და ათბობს.
ქოქოსი - თბილი, ტკბილი არომატი, აუმჯობესებს მადას, ნივთიერებათა ცვლას. მოგიხსნით აპათიას, მოთენთილობას.
ლავანდა - ცივი, გამაგრილებელი არომატი. აქვს ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისება. გამოიყენება გრიპის, პნევმონიის, ბრონქიტის დროს. აუმჯობესებს იმუნიტეტს, სისხლის მიმოქცევას.
დარიჩინი - თბილი ტკბილი არომატი. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გაგათბობთ და გაგამხიარულებთ, მოგიხსნით დეპრესია.
ლიმონი - მომჟაო, ცივი, მსუბუქი არომატი. არის ანტიინფექციური, მოგიხსნით თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას. აქვს მატონიზირებელი ეფექტი.
ლოტოსი - მსუბუქი, დახვეწილი, მოტკბო სურნელი. მოგიხსნით დაღლილობას. ხელს უწყობს ადამიანის სულიერ განვითარებას.
მაგნოლია - ცივი, მოტკბო, დახვეწილი არომატი. დაგამშვიდებთ, დასვენებისკენ განგაწყობთ. მოგაშორებთ შიშსა და შფოთს.
ნუში - მომწარო, რბილი არომატი. ათბობს ორგანიზმს. ბედნიერებას ანიჭებს გულსა და გონებას.