. იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.
ფოტოზე მსახიობი რობერტ პატისონი ასცენდენტით კირჩხიბი
ამგვარი ასცენდენტის მქონე ხალხი სახის და სხეულის მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა. თუმცა არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ტერმინი "მომრგვალებული" და სიმსუქნე. იმიტომ რომ ასცენდენტით კირჩხიბები ნაკლებად არიან სიმსუქნისკენ მიდრეკილი. თუმცა სახე ხშირად აქვთ სავსე და ლოყებიც საკმარისად ეტყობათ. თუ მაინც იმატებენ წონაში, ძირითადად ღიპის პრობლემა უჩნდებათ.
ხელ-ფეხი მოკლე და ლამაზი ფორმის აქვთ. თითები – მსხვილი ან კონუსური ფორმის.
აღნაგობით იშვითად არიან გიგანტური სიმაღლის. თუმცაღა, მაღალ ხალხს ხშირად ვხვდებით მათში. ქალებს მოზრდილი ზომის, ლამაზი მკერდი აქვთ. ნაკლებად ეტყობათ თეძოები ან არ აქვთ საერთოდ ეს არე გამოკვეთილი.
შუბლი საშუალო ზომის აქვთ, წარბები – ზოგჯერ გადაბმული.
თვალები მრგვალი ფორმის, ხშირად ფოსოებში ჩამჯდარი. უმეტესად თაფლისფერი. მზერა თბილი და მზრუნველი.
ცხვირი ძირითადად მოკლე ან "კურნოსა" აქვთ. უმეტესად გვერდებში გაფართოებული ნესტოებით. იშვიათად ვხვდებით კეხიან ცხვირს.
ტუჩები საშუალო ზომის, პირის ფართო ჭრილით.
კანის ფერი ხორბლისფერი ან უფრო მუქი. იშვიათად გვხვდებიან ძალიან თეთრები.