ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. კურო

ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. კურო

იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.

ფოტოზე ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი - ასცენდენტით კურო

ასცენდენტი კუროში

ასცენდენტით კუროში სანდომიანი, ლამაზნაკვთებიანი და ეშხიანი ადამიანები იბადებიან. (საკმაოდ ბევრ ცნობილ მსახიობს აქვს ასცენდენტის ეს მდებარეობა).

აგებულებით მაღლებს მათ შორის იშვიათად შეხვდებით. თუმცა მამაკაცებს, განიერი მხრები და კარგი აგებულების ტორსი აქვთ, ქალებს კი ლამაზი ფორმის მკერდი. სიარულის მანერა აუჩქარებელი. მოკლე და მყარი ნაბიჯებით გადაადგილდებიან.

სახის ოვალი ხშირად მომრგვალებული აქვთ. ბევრ მათგანს ლოყებს ლამაზი ფოსოები უმშვენებს ( ე.წ. "ვენერას ნიშნები“ – კუროს ხომ ვენერა მართავს). თვალები მეტყველი და ფართო აქვთ, ხშირად ნუშის ფორმის. სპეციფიკური დეტალი ბევრი მათგანის გარეგნობაში – წინა კბილებს შორის დაშორებაა. კანი მკვრივი აქვთ, მათ შორის ძალიან თეთრებს იშვიათად ვხვდებით. უმეტესად შავგვრემნები ან ხორბლისფერები ჭარბობენ. თმა – ხშირი და მძიმე ფაქტურის. მამაკაცები იშვიათად არიან მიდრეკილი სიმელოტისკენ. გვიან ჭაღარავდებიან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?