. იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.
ასცენდენტი მერწყულში
ფოტოზე მსახიობი ვუპი გოლდბერგი – ასცენდენტით მერწყული
ამგვარი ასცენდენტის მქონე ადამიანები, ხშირად საკმაოდ დიდი, ოდნავ კვადრატული თავის ფორმით გამოირჩევიან. შუბლი მაღალი და ფართო აქვთ. ხელ-ფეხის მოყვანილობაც მსხვილი და ოდნავ კვადრატული ახასიათებთ. ხშირად იკვნეტენ ფრჩხილებს, ან უბრალოდ დაბალზე ატარებენ.
აღნაგობით, საკმაოდ მასიური და ოდნავ ტლანქი აღნაგობა ახასიათებთ. თუ ტლანქი არა, ჩაფსკვნილი ან მკვრივი მაინც იქნება. უმეტესად მაღალი ადამიანები ჭარბობენ მათ შორის და ბავშვობაშიც თანატოლებისგან გამოირჩევიან საკუთარი სიმაღლით. არცთუ იშვიათად, ასაკით გაცილებით უფრო დიდებს ჰგვანან.
თვალების დიდი და ფართო ჭრილი ახასიათებთ. გამოხედვა ალალი და მეგობრული აქვთ.
ტუჩები თხელი და ვიწრო აქვთ, თუმცა გაღიმებისას არაჩვეულებრივად და ფართოდ ლამაზად იღიმებიან.
ნაკლებად არიან მიდრეკილნი ღაბაბის გაჩენისკენ.
განსაკუთრებული დეტალი: ახასიათებთ თმის, სამკაულის ან ღილების ხელით წვალება საუბრის დროს, რაც შინაგანი მოუსვენრობის ნიშანი უფროა ვიდრე განცდების ან ნერვიულობის. ხმა მკვეთრი და ჟღერადი ტემბრის აქვთ. ამგვარი ასცენდენტით დაბადებულ ქალებს, მოსწონთ რეტრო სტილის სამოსი და ვარცხნილობა, რასაც შესანიშნავად უთავსებენ თანამედროვე აქსესუარებს.