ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. მშვილდოსანი

ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. მშვილდოსანი

. იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.

ფოტოზე მოდელი ადრიანა ლინა – ასცენდენტით მშვილდოსანი

ასცენდენტი მშვილდოსანში

ამგვარი ასცენდენტის ნიშნით დაბადებული ადამიანები, მოძრავები და დინამიურები არიან. აღნაგობით უმეტესად მაღალი ხალხი ჭარბობს მათში. ბავშვობაში ბევრი მათგანი სწრაფად იყრის ტანს და თანატოლებში ძირითადად სიმაღლით გამოირჩევა. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ბევრ მათგანს ახასიათებს მიდრეკილება ხერხემლის არასწორი ფორმირებისკენ. ამის მიზეზი ბეჭებში მოხრილი სიარულია, რაც საკმაოდ ბევრი მშვილდოსნის ასცენდენტიანისთვის არის დამახასიათებელი.

აქვთ მოგრძო კიდურები. ხელის და ფეხის მტევნები ხშირად გამოირჩევა სიდიდით. ძვალწვრილები არიან, თუმცა ხშირად აქვთ გამოკვეთილი თეძოები.

თუკი მათ პირად კოსმოგრამაში იუპიტერი მშვილდოსნის, მორიელის, ლომის ან თევზების ზოდიაქოშია განლაგებული, ხშირად ექმნებათ პრობლემები ჭარბ წონასთან დაკავშირებით. რაც ძირითადად გურმანობითაა გამოწვეული.

სახის ნაკვთები მომრგვალებული ფორმის და მსხვილი აქვთ. დამახასიათებელია დიდი დაშორება ცხვირსა და ტუჩებს შორის.

წარბები უმეტესად ხშირი და უფრო მუქი აქვთ ვიდრე თმა. თვალები მომრგვალებული ფორმის, ახასიათებთ შორსმხედველობა.

განსაკუთრებული დეტალი: ახასიათებთ ფეხების გადაჯვარედინება ჯდომის დროს და მათი უკან დაწევა. ასევე უყვართ ფეხების მაგიდაზე შემოლაგება. ქალებს ხშირად გამოარჩევს მკერდის ლამაზი ფორმა და საკმაოდ სოლიდური ზომა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?