ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. თხის რქა

ასცენდენტი და გარეგნობა - Asc. თხის რქა

. იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.

ასცენდენტი თხის რქა

ფოტოზე მსახიობი ენტონი ჰოპკინსი – ასცენდენტით თხის რქა

ხშირად ამგვარი ასცენდენტის მქონე ადამიანები სახის ოდნავ ასიმეტრიული ფორმებით გამოირჩევიან, თუმცა ზუსტად ეს ასიმეტრიულობა ჰმატებს მათ გარეგნობას შარმსა და მომხიბვლელობას. აღნაგობით მაღლებიც გვხვდებიან და დაბლებიც, თუმცა სიმაღლისდა მიუხედავად, ძვალმსხვილი და მკვრივი ხალხია. აქვთ კიდურების პროპორციული წყობა, მამაკაცებს ხშირად ლამაზი ტორსი, ქალების კი გამოყვანილი წელი და კარგი ფორმის (თუმცა არა გამომწვევი) თეძოები აქვთ. მკერდი იშვიათად დიდი ზომის. ამ ასცენდენტის მქონე ქალებისთვის ძირითადად პატარა ან საშუალო ზომის მკერდია დამახასიათებელი. ორივე სქესის წარმომადგენლები უზომოდ ფოტოგენურები არიან.

სახის ნაკვთები ასცენდენტით თხის რქებს გამოკვეთილი და მსხვილი აქვთ. შუბლი მაღალი, ოდნავ კვადრატული ფორმის.

თვალები იშვიათად დიდი ზომის. ერთმანეთთან ახლო-ახლოს ჩამჯდარი ბუდით.

ტუჩები თხელი, ქვედა ტუჩი ზოგჯერ ფარავს ზედას ან თავად ახასიათებთ მანერა ქვედა ტუჩი ოდნავ წამოსწიონ როცა პირი მოკუმული აქვთ.

ნიკაპი გამოყვანილი და ოდნავ კუთხოვანი აქვთ. ხშირად ვხვდებით გამყოფ ფოსოს ნიკაპის შუაგულში. იშვიათად არიან მიდრეკილი ღაბაბის გაჩენისკენ.

კანი ცოტათი უხეში და ხორკლიანი აქვთ. მათ შორის ძირითადად შავგვრემნები ან ხორბლისფერები ჭარბობენ.

თმები თხელი და დამჯერი ფაქტურის აქვთ. ბევრს ბუნებრივად უკულულდება ბოლოებში.

განსაკუთრებული დეტალი : ახასიათებთ შუბლის ან ცხვირის შეჭმუხნა, როცა ვინმეს ყურადღებით უმსენენ ან პასუხის სათქმელად ემზადებიან. ბევრ მათგანს სახეზე ყვრიმალების ზონა მკვეთრად ემჩნევა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?