იგი ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში, პირველი სახლის უმაღლეს ნიშნულზე მდებარეობს და თავისი მნიშვნელობით ლამის მზის განლაგებას უტოლდება. ასცენდენტის ნიშანი განაპირობებს იმას თუ როგორი ნიღაბი გვიკეთია სოციუმში. როგორ აღგვიქვამენ გარშემო მყოფები ერთი შეხედვით. ასცენდენტი ასევე განაპირობებს ჩვენს გარეგნულ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის იერს ვიღებთ, რომელშიც ჩვენი ასცენდენტია განლაგებული. თუმცა უფრო კონკრეტულად და ვრცლად რომ გაგარკვიოთ ასცენდენტის თემაში, მოდით დეტალურად განვიხილოთ ასცენდენტის მდებარეობა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანში.
ფოტოზე ცნობილი თურქი მწერალი ორჰან ფამუქი – ასცენდენტით ტყუპი
ასცენდენტი ტყუპებში
სახის ნაკვთები ნატიფი, კოხტა და გამოკვეთილი აქვთ. ხშირად სახის ერთი მხარე განსხვადება მეორესგან. ამ ასცენდენტის მქონე ხალხი აგებულებით გამხდარი ან ტანმორჩილია. მათ შორის იშვიათად ვხვდებით გიგანტებს და ჭარბწონიანებს. როგორც წესი, ისინი საკუთარ ასაკზე გაცილებით უფრო პატარას შესახედაობით გამოირჩევიან. თუმცა რანაირი აღნაგობაც არ უნდა ჰქონდეთ, ხელები და ფეხები ყოველთვის ტანთან შედარებით უფრო გრძელი და გამოკვეთილი აქვთ.
შუბლი ასცენდენტით ტყუპებს მაღალი და ფართო აქვთ. წარბებსზედა არე გამობურცული. თვალები ხშირად მწვანე, ჭროღა ან ცისფერი. მზერა მოუსვენარი და ცოცხალი. ცხვირი სწორი, ზოგჯერ წაწვეტებული ფორმის. ტუჩების ფორმა თხელი, თავად ტუჩის კონტურები კუთხოვანი. ასაკის მატებასთან ერთად ბევრი მათგანი მიდრეკილია ღაბაბის გაჩენისკენ.
სპეციფიკური დეტალი – საუბრისას უყვართ ჟესტიკულაციის გამოყენება და ხელებით ლაპარაკი. გადაადგილებისას სწრაფი, მოკლე ნაბიჯებით დადიან. უყვართ რამდენიმე საქმის ერთად კეთება. ახასიათებთ პერიოდული პანიკის შეტევები და ნერვოზულობა, რომელიც მალე გადასდით.