ასტრო-მოდა 2013

ასტრო-მოდა 2013

სამოსი

Astrologia

გამომდინარე იქედან, რომ ექსცენტრულობის და ნოვაციის მმართველი ყველაზე ”ხულიგანი” პლანეტა ურანი, ზოდიაქოს პირველ ნიშანს გადის 2013 წლის ტენდენციები ძირითადად ვერძის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით და დინამიზმით იქნება გამორჩეული. ეს შეეხება თამამ სილუეტებს, ფერთა სიმკვეთრეს, განსხვავებული ფაქტურის მქონე ქსოვილების ექსპერიმენტულ შეხამებებს და ა.შ.. ამას გარდა, კიდევ ერთი საინტერესო პლანეტის, შემოქმედებით აზროვნებასა და ინტუიციაზე პასუხისმგებელი, ჩვენი ”სიზმრების სამყაროს მმართველი” ნეპტუნის საკუთარ ანუ თევზების ზოდიაქოში განლაგება, გააჩენს მოთხოვნილებას იმისა, რომ პოდიუმზე კარგად დავიწყებული ძველი-ახალი - ” მაქსი ” მოიკიდებს ფეხს. ამ პლანეტის პროექციას ადამიანის სხეულზე ხელისა და ფეხის კიდურები შეესაბამება, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სხეულის ეს ნაწილები განსაკუთრებული აქცენტებით იქნება წარმოდგენილი წლევანდელი წლის კოლექციებში. მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი თევზების ზოდიაქოს 2025 წლამდე ”უდიასახლისებს”, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, დიზაინერები ქალბატონებს კოჭებამდე სამოსის ტარებას აიძულებენ. საქმე იმაშია, რომ ნეპტუნს საკუთარი ფაზები გააჩნია, რაც შესაბამისად აისახება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის მოდური ტენდენციების ცვლაზეც. ასე მაგალითად, პლანეტის პირველი ფაზა, დიზაინერებს ყველაზე თამამ, ექსპერიმენტულ მოდელებზე მუშაობისკენ უბიძგებს. მომდევნო ფაზის დროს, ეს ტემპი შედარებით შენელდება. ბოლოს კი ყველაზე დაბალანსებულ, დახვეწილ კოლექციებს მივიღებთ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ 2013 წლის ოქტომბერში, პლანეტა სატურნი მორიელის ზოდიაქოში გადავიდა, ამიტომ მისი ეს კონფიგურაცია, დიზაინერთა კოლექციებში სექსის და ზოგადად სექსუალური იმიჯის ხაზგასმის თემას ერთი-ორად გააქტიურებს. აქედან გამომდინარე სამოსში, თეძიოების და ზოგადად ”ქალური ფორმების” მკვეთრი აქცენტირება აუცილებელი იქნება. განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს თეძოზე გადაჭრილი ქვედაბოლოები, ტყავის ბრტყელი ქამრები, კორსეტები და ა.შ მოკლედ რომ ვთქვათ, ”მაცდური კოკეტკას იმიჯი” ეს არის ის რასაც სატურნი -მორიელის ტანდემი მოდის მიმდევრებისგან აქტიურად ითხოვს.

ამ ტენდენციის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს, მომავალი სამი წლის მანძილზე განსაკუთრებულად მოთხოვნადი ტრიკოტაჟის სამოსი. რომელიც სხეულის ფორმების სექსუალრად გამოკვეთას გაუსვამს ხაზს. ამასთან ერთად 2013 წელს გააქტიურებული საინტერესო ტრანზიტის დროს ( ნეპტუნი თევზების, სატურნი მორიელის. იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში) გაიზარდება სხვადასხვა ფაქტურებით გაფორმებული ტრიკოტაჟის მასალის გამოყენება, იქნება ეს ტყავი, მაქმანი, რეპტილია თუ ბეწვი.

ფეხსაცმელი

Astrologia

ასტროლოგთა აზრით ფეხსაცმლის სფეროს პლანეტა მერკური მფარველობს. რომაული მითოლოგიის თანახმად, მერკური ვაჭრობის და კომერციის ღმერთი გახლდათ, რომელსაც ყველა სხვა ღმერთისგან განსხვავებით, ფრთოსანი სანდლებით ფეხშემოსილს გამოსახავდნენ ძველი რომაელები, აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა ის ფაქტი, თუ რატომ დააკავშირეს ფეხსაცმლის დიზაინთან ასტროლოგებმა, მაინც და მაინც მერკური..

უფრო მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა რომ პლანეტა სატურნის ტრანზიტები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შორის, ფეხსაცმლის ქუსლის სიგრძეზეც კი ყოფილა პასუხისმგებელი. ამიტომ 2013 წლის ასტროლოგიური გათვლებით ფეხსაცმლის ქუსლის ზრდა არა მარტო ქალის, მამაკაცის ფეხსაცმელზეც იქნება მოსალოდნელი. გამომდინარე იქედან, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან სატურნი მორიელის ზოდიაქოს დაიკავებს, მორიელის მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ფეხსაცმლის მასალაზე მოახდენს გავლენას. მოდაში იქნება ყველანაირი სტილის გაწყობა, დაწყებული ხავერდითა და ძვირფასი ქვებით, დამთავრებული ატლასის ელემენტებით.

აქსესუარები

Astrologia

გამომდინარე იქედან, რომ პლანეტა იუპტერი 2013 წლის პირველ ნახევარში, ჯერ კიდევ ტყუპების ზოდიაქოს მმართველია, მოდურ აქსესუარებს შორის, აქტუალურობას შეინარჩუნებს ყოველგვარი სახის სამაჯურები და პატარა ზომის ან სულაც მინიატურული ფორმის მქონე ხელჩანთები (ე.წ ქლათჩები), ამასთან ერთად რაკიღა მოულოდნელობებისა და ექსცენტრიზმის მფარველი პლანეტა - ურანი ვერძის ზოდიაქოს გადის, ვერძის ”სამფლობელო” კი თავია, მთავარი ექსპერიმენტები მოდის სამყაროში თავზე, უფრო სწორად თავსაბურავებზე განხორციელდება. აქედან გამომდინარე მომდევნო 7 წლის მანძილზე, სანამ ურანი ზოდიაქოს ამ ნიშნის ”დიასახლისი” იქნება, მოდის ინდუსტრია უამრავ სიახლეს შემოგვთავაზებს თავსაბურავების და ორიგინალური ვარცხნილობების კუთხით. უფრო მეტიც, ურანის ციკლის მიხედვით, გამორიცხული არაა რომ 84 წლით უკან გადავინაცვლოთ და დაახლოებით 1928 წლის ”გარდერობში” მოგვიწიოს ქექვა. ალბათ გახსოვთ შავ-თეთრ კინემატოგრაფში შემორჩენილი, მინიატურული შლიაპა-ქვაბქუდებით ”აღჭურვილი” ქალბატონები, მხარზე მოგდებული ბეწვის შარფ-კაპიუშონებით და მკვეთრად ”დაპომადებული” ტუჩებით.. ჰოდა მოემზადეთ, ურანის მოდური ”ექსპედიციის” ჩასატარებლად წარსულში..

Astrologia

თეთრეული

როცა საქმე თეთრეულს ეხება, მთავარ ინდიკატორად, ამ საკითხში ასტროლოგთა აზრით სატურნი მოიაზრება. რადგან ყველაფერი ის, რაც შიდა კონსტრუქციას უკავშირდება ეს მისი სფეროა. სატურნი კი მოგეხსენებათ თხის რქის ზოდიაქოს განაგებს. აქედან გამომდინარე 2013 წელს, პლუტონის თხის რქის ზოდიაქოში განლაგება, გამოიწვევს იმას რომ ძალზე დიდი აქცენტი გაკეთდება, სპეციალური კონსტრუქციის მქონე, ე.წ ”კორექტირებადი” თეთრეულის შექმნაზე.

სატურნის მორიელის ზოდიაქოში გადასვლა კი, დიზაინერებს კორსეტების ახლებური დიზაინის შექმნისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე სწორედ 2013-2014 წლების შუალედში, უნდა ველოდოთ საოცრად ქალური, მაცდური, თუმცა ძლიერი სექსუალური ასპექტებით აქცენტირებული კორსეტების ახალი თაობის დაბადებას. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ამ მხრივ, რეტრო-გლამურის სტილის კორსეტებზე იქნება. მსგავსი მოდელის თავისებური ”წინამორბედი” უკვე გვაქვს კიდეც სახეზე Ritratti-ს მოდელების სახით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?