9 აპირილის და აგვისტოს ომის გახსენებაც კმარა ამ ფაქტის დასადასტურებლად. თუმცა ამჯერად, მინდა გაცილებით უფრო გლობალურ მასშტაბებს გადავწვდე და იუპიტერი-ურანის ტრანზიტულ, საკმაოდ დაძაბულ ასპექტზე ვისაუბრო, რომელიც უკვე ხუთი აგვისტოდან შევიდა ძალაში და მისი გავლენა (მეტნაკლები ინტენსივობით) 31 აგვისტომდე გასტანს. ასტროლოგიურად ურანი მოულოდნელობების პლანეტაა. იგი არც ბოროტია არც კეთილი, თუმცა მისგან ყველაფერს უნდა ელოდო. იუპიტერთან დაპირისპირებაში, იგი გარკვეულ კონფლიქტებს მოიტანს; უმეტესად რელიგიურ-იდეოლოგიური კუთხით. შესაძლოა გარკვეულ ქვეყნებში ეროვნული ფასეულობების გამოც გამოიწვიოს დაპირისპირება. ნუ დაგვავიწყდება, რომ შავი მთვარეც კირჩხიბის ზოდიაქოს გადის მოცემულ მომენტში და ამან შესაძლოა "ცეცხლზე ნავთის დასხმის" პრინციპით იმუშაოს რიგ შემთხვევებში.
აგვისტო, ზოგადად შვებულებების თვეა. შესაბამისად, ევროპელი ასტროლოგების აზრით, სასურველია წელს, თავი მოვარიდოთ იმ ქვეყნებში მოგზაურობას, რომელიც ზემოთ ხსენებული ურანი-იუპიტერის კვადრატის, აქტიური გავლენის ფაზაში ხვდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებში ყოფნისას, მორიოდით მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნას და ნაკლებად ჩაერთოთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან პოლიტიკური სახის დებატებში. ასევე მოერიდოთ ხუმრობას მათი ეროვნული მახასიათებლების, მენტალიტეტის და რელიგიური შეხედულებების კუთხით.
რისკის ზონის ქვეყნებს შეადგენენ:
დასავლეთ ევროპის ქვეყნები: ესპანეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, სლოვენია და იტალია.
ჩინეთი - კერძოდ პეკინი
ტაივანი
ამერიკის შემდეგი შტატები: ფლორიდა, ლუიზიანა, ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკი
თურქეთის ქალაქები: სტამბოლი, ანტალია, იზმირი და შირნაკი
არგენტინა - კერძოდ ბუენოს-აირესი
ბრაზილია - კერძოდ პარანას შტატი
კუბა - ჰავანა
ეგვიპტე - კონკრეტულად ქაირო
ერაყი
ინდოეთის ჩრდილო ნაწილი
ყირგიზეთი, ყაზახეთი - კერძოდ ალმაათა, ლატვია - რიგა.
რუსეთის ქალაქები: ბრიანსკი, ვლადივოსტოკი, ომსკი, სტავროპოლის მხარე, ირკუტსკი და დედაქალაქი მოსკოვი, განსაკუთრებით ოსტანკინოს ტერიტორია.
ზოგადად, ამ პერიოდში სასურველია ნაკლებად ისარგებლოთ საჰაერო მარშუტებით, რომელიც რუსულ ქალაქებში აკეთებს ტრანზიტს.