ასტროლოგია და ფინანსური წარმატება - ანუ გემუქრებათ თუ არა გამდიდრება

ასტროლოგია და ფინანსური წარმატება - ანუ გემუქრებათ თუ არა გამდიდრება

აზარტული თამაშებით გამდიდრების შანსს ან მილიონერი ბებიის მიერ დანატოვარ მემკვიდრეობას ანიჭებს უპირატესობას.

ჩვეულებრივ, ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ადამიანის რუკაში, ფინანსური სახსრების გამომუშავების გზებზე 2, 6, 10 სახელები არიან პასუხისმგებელი. იმისთვის რომ ჰოროსკოპში განლაგებულ "მედიუმ ქოელს" ანუ კარიერული მაჩვენებლის მწვერვალს მიაღწიოს, ადამიანი ჯერ შესაფერის პროფესიას ეუფლება და იწყებს მეორე სახლის (ფულის სახლის) ამუშავებას. დაქირავებულის პოზიციაზე მყოფი – მეექვსე სახლს (სამსახური, სხვაზე მუშაობა) ააქტიურებს. ხოლო ამ ორი სახლის სწორად "ჩართვის" შემთხვევაში მოდის საბოლოო საფეხურის დაპყრობის შანსი–- მეათე სახლის (მედიუმ ქოელის) სახით.

ფინანსური მდგომარეობის (8 სახლი) ცვალებადობა, დამოკიდებულია გამომუშავების უნარზე (2 სახლი). ყოველდღიური სამსახური და კაპიტალის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვება კი 2-6-10 სახლების კომბინირებული მუშაობის შედეგია. ხოლო გამდიდრების შანსებს, უკვე პირად რუკაში კონკრეტული ასპექტების შესწავლით ვაზუსტებთ.

არსებობს ასტროლოგიური ტერმინი "დავითის ვარსკვლავი", რომელიც კონკრეტული ინდივიდის რუკაში, მიწისა და წყლის სტიქიის ტრიგონების თავმოყრით მიიღწევა და იგი თავისებურ ვარსკვლავის ფორმას ატარებს. ამგვარი რუკით იშვიათი ადამიანები იბადებიან, თუმცა "დავითის ვარსკვლავის" მფლობელს, მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ექნება. თუმცა, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

უმთავრესი მაჩვენებლები კი, რომელიც ზოგადად მიანიშნებს პირადი რუკის მიხედვით ადამიანის გამდიდრების შანსებზე არის შემდეგი:

მეორე სახლი კუროს ზოდიაქოში – კარგი ასპექტებით მერვე სახლთან.

ვენერა, იუპიტერი, მთვარე, სატურნი – მეორე სახლში ან კარგი ასპექტით მერვე სახლთან (ან მერვე სახლის მმართველთან).

იგივე ვენერა, იუპიტერი, მთვარე და სატურნი მერვე სახლში კი მიუთითებს დედის ხაზით დანატოვარ ფულზე ან მეუღლის ქონებაზე.

მეორე სახლი მორიელში და კარგი ასპექტებით მერვე სახლთან.

ვენერა, იუპიტერი, სატურნი, მთვარე ან სატურნი მეათე სახლში ასევე კარგი ასპექტებით მერვე სახლთან.

ე.წ. "ფულის მომტანი პლანეტები" (ვენერა, იუპიტერი, სატურნი) წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებში.

პლანეტა ნეპტუნის კარგი ასპექტები მერვე სახლთან მიანიშნებს მემკვიდრეობის გზით გამდიდრების შანსზე. თუმცა, თუკი თავად ნეპტუნი დაზიანებული ან დისჰარმონიულია ეს გვაფრთხილებს იმაზე, რომ მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი, წვრილმან-მსხვილმანი ხლაფორთებია მოსალოდნელი.

Astrologia

ადამიანებს, რომელთაც რუკაში მეოთხე სახლის სექსტილი გააჩნიათ მეორე სახლთან ან მეათე სახლის სექსტილი, მერვე სახლთან, ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე აქვთ მშობლების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა.

მათ კი, ვისაც მეთორმეტე სახლის სექსტილი აქვს მეორე სახლთან, ან მეათე სახლის სექსტილი მეთორმეტე სახლთან, ხშირად გააჩნიათ მიდრეკილება სხვებისგან ფარულად დააგროვონ ქონება ან იქონიონ არალეგალური შემოსავლის წყარო.

თუკი თქვენ საკუთარ სახლზე ოცნებობთ, რომელსაც ოდესმე თქვენივე შრომით შეიძენთ, რუკაში განლაგებული მეექვსე-მეოთხე სახლების სექსტილი დაგეხმარებათ ამ ოცნების ასრულებაში.

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი ოცნება კომერციული საქმიანობა და ბიზნესია, აუცილებელია ზურგს მერვე-მეათე სახლების სექსტილი გიმაგრებთ მყარად.