მე გადავწყვიტე სტატიების ციკლი მივუძღვნა ამ თემას და პერიოდულად განვიხილო თქვენთან ერთად, ზოდიაქოს ნიშნები მათი პროფესიული მახასიათებლების მიხედვით. სადებიუტოდ კი, მოდით საუბარი ასტროლოგიისა და ლიტერატურული ნიჭის კავშირის შესახებ დავიწყოთ.
ცნობილი მწერლების პირად რუკებს თუ გადავხედავთ, თვალშისაცემია მზე-სატურნის ასპექტები (ცხოვრებისეული მოვლენების ასახვა-ფიქსაცია), ასევე ხშირია მთვარის ასპექტი მერკურთან და მარსთან. ხოლო პოეტების შემთხვევაში მერკური-მარსის უშუალო კავშირი. ასევე მერკურის დადებითი ასპექტები იუპიტერთან, ნეპტუნთან (ცხოვრებისეული აღქმის ინტელექტუალური გააზრება, დიაპაზონის გაფართოება). ვენერას ასპექტები კი მარსთან და პლუტონთან, ბევრი მწერლის შემოქმედებაში სასიყვარულო თემატიკის აქტიურობას და ამ პრობლემის ორიგინალურ ხედვაზე მიუთითებს. ხოლო იგივე ვენერას ასპექტები სატურნთან და იუპიტერთან, ამა თუ იმ მწერლის შემთხვევაში ადამიანური ფსიქოლოგიისადმი დაინტერესებით და ამ პრობლემაზე წერის აუცილებლობით გამოიხატება.
გამოჩენილ პროზაიკოსთა დაბადების თარიღების მიხედვით, ზოგად სტატისტიკას რომ გადავავლოთ თვალი, ამ ადამიანთა რიგებში მერწყულები ლიდერობენ, ქალწულებთან და მორიელებთან ერთად. სწორედ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას ორი უდიდესი მწერალი ჟიულ ვერნი და ჩარლზ დიკენსი .
სამწერლო ნიჭით ვერძებიც არანაკლებ გამოირჩევიან: ემილ ზოლა , ჰანს ქრისტიან ანდერსენი სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გახლდნენ. თუმცა, ფანტაზიის ჟანრში განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენა არც ერთი შეხედვით რეალისტ თხის რქებს უჭირთ, ცნობილი მწერალი ჯონ ტოლკიენი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა. ასევე თხის რქები იყვნენ ძმები გრიმები , ლეგენდარული "წითელქუდას" ავტორი – შარლ პერო, გენიალური ჯეკ ლონდონი და ბევრისთვის საყვარელი "რიკი ტიკი ტავის" შემქმნელი რედიარდ კიპლინგი . ასევე, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით გახლდათ დაბადებული ცნობილი ეზოთერიკოსი და ანთროპოლოგი კარლოს კასტანედაც .
ფოტოზე ჯონ ტოლკიენი
ზემოთ ხსენებულ ლიდერულ სამეულში შემავალი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით კი დაიბადნენ ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან: თეოდორ დრაიზერი, ო’ ჰენრი , თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე "გაყიდვადი" მწერალი პაოლო კოელიო და სხვები.
კიდევ ერთ მიწის სტიქიის ნიშანს კუროს – უილიამ შექსპირი და ბალზაკი განეკუთვნებიან. ასევე კუროს ზოდიაქოს წარმომადგენელია გენიალური რუსი მწერალი მიხაილ ბულგაკოვი .
სენსიტიური წყლის სტიქიის წარმომადგენლებში – კერძოდ კი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის ვხვდებით ისეთ მწერლებს, როგორებიც არიან: ანტუან სენტ ეგზიუპერი, ჟორჟ სანდი და გენიალური ჰემინგუეი .
ხოლო ლიტერატურული ნიჭით სახელგანთქმულ მორიელთა რიგებში, თეოდორ დოსტოევსკი, ალბერ კამიუ, შტეფან ცვეიგი, მარგარეტ მიტჩელი და სხვები გვხვდებიან.
ფოტოზე მარგარეტ მიტჩელი
აი წყლის სტიქიის ყველაზე ემოციურ ნიშანს, თევზებს კი მართლაც რომ უნიკალური ნიჭით გამორჩეული პროზაიკოსები განეკუთვნებიან, მათ შორისაა – ვიქტორ ჰიუგო, ჰენრი იბსენი, აკუტაგავა, კობო აბე, გაბრიელ გარსია მარკესი და სხვები.
რაც შეეხებათ მშვილდოსნებს , მწერლობაზე უფრო შესაფერისი მათთვის სპორტული სარბიელია, თუმცა ლიტერატურული ნიჭით სახელგანთქმულ მშვილდოსნებსაც ვხვდებით - მარკ ტვენი, ჯონათან სვიფტი, ლოპე დე ვეგა და სხვები, სწორედ მშვილდოსნები არიან.
ცეცხლის სტიქიის კიდევ ერთ წარმომადგენელს ლომს განეკუთვნებიან ისეთი მწერლები როგორებიც არიან: ბერნარდ შოუ, ალექსანდრე დიუმა და გი დე მოპასანი . ასევე თანამედროვეობაში ცნობილი სამი ნიჭიერი მწერალი, რეი ბრედბერი , მისტიციზმით სავსე ამელი ნოტომი და უნიჭიერესი მწერალი-ჰუმანისტი ეტგარ კერეტი.
ცნობილი, ლიტერატორი სასწორთა რიცხვში არიან, ლეგენდარული "დონ კიხოტის" ავტორი – მიგელ დე სერვატესი , პროსპერ მერიმე, ოსკარ უაილდი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და სხვები.
მართალია ასტროლოგთა აზრით ტყუპის ზოდიაქოს და წერის ნიჭს შორის უშუალო კავშირი არსებობს, თუმცა მერკურის შვილები ზოგადად, ინტერესთა მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და გარდა ლიტერატურულის საქმიანობისა, საკუთარ მონაცემებს საგამომცემლო ან სარეკლამო ბიზნესშიც აქტიურად ავლენენ. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ცნობილი მწერლები არიან: ლეგენდარული "შერლოკ ჰომსის" ავტორი – ართურ კონან დოილი, თომას მანი, ალექსანდრ პუშკინი და სხვები.