ასტროლოგია და პროფესია - ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ნიჭი

ასტროლოგია და პროფესია - ფსიქოლოგიური და პედაგოგიური  ნიჭი

მშვილდოსნები, კირჩხიბები, სასწორები, ტყუპები, ქალწულები და თევზები ლიდერობენ. საიმისოდ რომ ადამიანმა პედაგოგის პროფესია აირჩიოს, მის რუკაში სუსტად უნდა იყოს გამოვლენილი ვერძის, მორიელის და მერწყულის გავლენა. მორიელებს შორის ძირითადად სხვადასხვა სპორტული სახეობის მწვრთნელები გვხვდებიან - მაგ. სერ ალექს ფერგიუსონი, გას ჰიდინკი. თუმცა ზოგადად მორიელებს, ვერძებსა და მერწყულებს პედაგოგიური მიდრეკილებები ნაკლებად გააჩნიათ.

პედაგოგებს შემდეგი პლანეტები უნდა ჰქონდეთ ძლიერად გამოვლენილი რუკაში: იუპიტერი, ქირონი (მასწავლებელს უნდა შეეძლოს ინფორმაციის ეფექტურად გადაცემა არაინფორმირებულის ენაზე), მერკური, მზე ან ურანი მერკურის ნაცვლად, თუ ადამიანს უმაღლესი სასწავლებლის ლექტორობაზე აქვს პრეტენზია.

მასწავლებლის რუკაში სუსტი უნდა იყოს სატურნი, პროზერპინა, ნეპტუნი, ვენერა და მთვარე. ძლიერი მარსი პედაგოგს არ ესაჭიროება, განსაკუთრებით თუ საუბარია დაწყებითი კლასის პედაგოგებზე.

უმაღლესი სასწავლებლის ლექტორებს გამოკვეთილი ასპექტები აქვთ: მერკური-იუპიტერი-პლუტონი და ქირონი-იუპიტერი-პლუტონი.

მათ ვინც ფსიქოლოგიურ მეცნიერებების კვლევას ან რაიმე სახის რელიგიურ სწავლებას ეწევა მზე-იუპიტერი-ნეპტუნის ან მზე-ქირონი-ნეპტუნის კარგი ასპექტები ესაჭიროება.

Astrologia

მუსიკის მასწავლებლისთვის აუცილებელია მთვარე-იუპიტერი-ნეპტუნის ან მთვარე-ქირონი-ნეპტუნის კარგი ასპექტაცია.

ხოლო ხელოვნებათმცოდნეებისთვის ან ზოგადად სახელოვნებო სფეროს პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია ვენერა-იუპიტერი-ქირონის ან მზე-ვენერა-იუპიტერის კარგი ასპექტები.

აქტიური სახლები - 9, 7, 10, 5 და იშვიათ შემთხვევაში პირველი სახლი.

თუკი ადამიანი რაიმე სახის ოკულტური მეცნიერებით ან ფსიქოლოგიით არის დაკავებული და ამ ცოდნას სხვებსაც უზიარებს, მისთვის აუცილებელია წყალი-ცეცხლის ან ცეცხლი-წყალი-ჰაერის სტიქიების სიმძლავრე პირად რუკაში.

აქტიური სახლები: 9, 7, 4, 5 .

განსაკუთრებით კარგია პლუტონის ძლიერი კომბინაცია მათთვის ვისაც დიდ აუდიტორიაზე უწევს მუშაობა. იმიტომ რომ, სუსტი პლუტონის მქონე ადამიანს, გაუჭირდება მასებს საკუთარი ცოდნა სწორად და ეფექტურად გაუზიაროს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?