ასტროლოგია და სამსახურებრივი რომანი

ასტროლოგია და სამსახურებრივი რომანი

ყოველთის გამოინახება პიროვნება. მთავარია, ვიცოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი, რადგან გაარკვიოთ, რა მოითხოვით და რას უნდა ელოდოთ მისგან.

ვერძი

კოლეგა მამაკაცი

მის ყურადღებას უმეტესად წვეულებაზე მიიქცევთ, ამიტომ, მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. უთხარით, რომ აღფრთოვანებული ხართ მისი კარიერული მიღწევებით. ამასთანავე გახსოვდეთ, რომ ვერძი დამპყრობელია და მან პირველმა უნდა დაგირეკოთ.

კოლეგა ქალი

ვერძი ქალი ვერ იტანს მეტოქეებს ვერც სიყვარულში და ვერც საქმეში. ამიტომ, სამსახურში კონკურენტების ჩამოცილებაში დაეხმარეთ, სიყვარულში კი თავად ჩამოიცილებს.

კურო

კოლეგა მამაკაცი

არ აჩქარდეთ. კუროს აჩქარება არ უყვარს. იგი მოვლენების ნელ, თანმიმდევრულ განვითარებასაა მიჩვეული. კურო გურმანია და თქვენთან ერთად არაერთხელ დააგემოვნებს გემრიელ კერძებს მყუდრო კაფეში.

კოლეგა ქალი

მასთან საერთო კომერციული პროექტი დაგაკავშირებთ. თუ კოლეგა კუროს იშვიათად ნახულობთ, დაიმარტოხელეთ და ჩასჩურჩულეთ, რომ აღფრთოვანული ხართ მისი ხმის სილამაზით.

ტყუპი

კოლეგა მამაკაცი

თუ საჭირო კავშირებსა და ინფორმაციებს ფლობთ, ტყუპი მამაკაცის ყურადღებას ადვილად მოიპოვებთ.

კოლეგა ქალი

იგი მუდმივად სიახლის, საინტერესოს ძიებაშია. მასთან ერთად ხალხმრავალი ადგილი უნდა მოინახულოთ, სადაც ცხოვრება დუღს.

კირჩხიბი

კოლეგა მამაკაცი

კირჩხიბ მამაკაცს არ უყვარს ფულის ფლანგვა. ამიტომ, თუ მცირებიუჯეტიანი, მაგრამ კარგი პროექტი გაქვთ, წარუდგინეთ და ამით დააინტერესეთ.

კოლეგა ქალი

კორპორატიულ წვეულებაზე რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდით. მაგრამ გახსოვდეთ, კირჩხიბს ეგზოტიკური კერძები არ უყვარს. უპირატესობას ტრადიციულს ანიჭებს. შემდეგ გამოჰკითხეთ საყვარელ კერძებზე და მის მიერ მომზადებულ სადილზეც დაიპატიჟეთ თავი.

Astrologia

ლომი

კოლეგა მამაკაცი

წვეულებაზე საყვარელი სიმღერის დუეტში შესრულება შესთავაზეთ. გამორიცხული არაა, რომ კარაოკე-კლუბის ხშირი წევრები გახდეთ.

კოლეგა ქალი

მას უცნობი თაყვანისმცემლისგან სამუშაო მაგიდაზე დატოვებული მდიდრული თაიგული გაახარებს. მაგრამ მალევე არ გამოუტყდეთ გრძნობაში, ინტრიგა შეინარჩუნეთ.

ქალწული

კოლეგა მამაკაცი

მას "ოქროს ხელი" აქვს, თანაც დაუზარელია. სთხოვეთ საოფისე ტექნიკის შეკეთება, რაიმე პროგრამის გადმოწერა. რომლის დროსაც ახლოს გაიცნობთ და მასში ინტერესს გამოიწვევთ.

კოლეგა ქალი

პრაქტიკულ და შრომისმოყვარე ქალწულ კოლეგას საბუთების მოგვარებაში სთხოვეთ გარკვევა. ამასთან, მიუთითეთ, რომ მას, როგორც გამოცდილ კადრს ისე ენდობით.

სასწორი

კოლეგა მამაკაცი

სასწორ მამაკაცს ყველაფერი ლამაზი ხიბლავს. ეცადეთ ჯერ გარეგნობით, სამოსით მიიქციოთ მისი ყურადღება, შემდეგ კი ელიტურ წვეულებაზე დაპატიჟეთ და მისი გული მოიგეთ.

კოლეგა ქალი

წვეულებაზე მშვიდ მუსიკაზე საცეკვაოდ გაიწვიეთ და ყურში კომპლიმენტები ჩასჩურჩულეთ.

მორიელი

კოლეგა მამაკაცი

კარგი ფსიქოლოგია და გარშემო მყოფებზე ზემოქმედების მოხდენა არ უჭირს. უნდა დაანახვოთ, რომ საქმის პროფესიონალი ხართ და ამასთანავე, მისთვის საინტერესო თემებზე შეგეძლოთ საუბარი.

კოლეგა ქალი

საიდუმლებების მოყვარულს გრძნობებში მალევე არ გამოუტყდეთ. ნელ-ნელა გაუღვიძეთ ინტერესი თქვენს მიმართ. შეგიძლიათ ანონიმური ბარათებიც მისწეროთ ხოლმე.

მშვილდოსანი

კოლეგა მამაკაცი

პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, მშვილდოსანი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს. შეეცადეთ მის ჯგუფში აღმოჩნდეთ და დაუმეგობრდეთ.

კოლეგა ქალი

ყურადღებას აქცევს სამოსის ბრენდებს. ამიტომ თუ მისი ყურადღების მიპყრობა გსურთ, ელეგანტურად უნდა გეცვათ და ძვირად ღირებული სამშვენისი (საათი, ჰალსტუხი) უნდა გეკეთოთ.

Astrologia

თხის რქა

კოლეგა მამაკაცი

დაივიწყეთ იმპროვიზაცია. მის გასაცნობად სერიოზული მიზეზი და ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივა უნდა გქონდეთ. ამასთანავე, რეკომენდაცია მისთვის ავტორიტეტულმა პიროვნებამ უნდა გაგიწიოთ.

კოლეგა ქალი

რომანტიკული შეხვედრების ნაცვლად შეიძლება საქმეზე მოგიწიოთ საუბარი. გასაცნობადაც სწორედ ეს უნდა გამოიყენოთ. შეაფასეთ მისი მიღწევები, ჰკითხეთ რჩევა და მიახვედრეთ, რომ მასთვის ღირსეული კანდიდატი ხართ.

მერწყული

კოლეგა მამაკაცი

მოგზაურობიდან ჩამოტანილი უჩვეულო თილისმა მერწყულ მამაკაცს თქვენი პერსონის მიმართ ინტერესს აღუძრავს. შეეცადეთ საინტერესო ამბებით მოაწონოთ თავი.

კოლეგა ქალი

მარტივი კომპლიმენტით მას ვერ მოხიბლავთ, რაიმე ორიგინალური უთხარით. ამასთანავე, შეგიძლიათ კოლეგების მიერ მოწყობილ არაფორმალურ წვეულებაზე დაპატიჟოთ.

თევზები

კოლეგა მამაკაცი

მოულოდნელი შეხვედრები, გადაკრული სიტყვა და ალერსიანი ღიმილი თევზ მამაკაცზე თავბრუდამხვევად მოქმედებს. გახსოვდეთ, თუ მისი მოხიბვლა გაქვთ გადაწყვეტილი, თქვენ უნდა იაქტიუროთ.

კოლეგა ქალი

იგი აფასებს ყურადღებიან და მზრუნველ მამაკაცებს. თანაც, მისი გამხიარულება უნდა შეძლოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?