ასტროლოგიური კონსულტაცია - "ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები"

ასტროლოგიური კონსულტაცია - "ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები"

ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.

astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.

თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.

დღევანდელი თემაა – "ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები"

anikapanadze

1993 წლის 3 აგვისტო შუადღის 5 საათი ჭიათურა... წინასწარ მადლობა

პასუხი – თქვენი რუკა ერთგვარი სახის "შთამომავლობით დაავადებას" აფიქსირებს. შესაძლოა გქონდეთ უმნიშვნელო სენი, მაგ. ასთმა, ალერგია ან მსგავსი ტიპის პრობლემა, რომელიც გენეტიკური ხასიათისაა. თუმცა, რაიმე სერიოზულ გართულებას ეს არ მოგიტანთ.

natia1983

06. 07. 1983 წ. 23:45

პასუხი – თქვენ შემთხვევაში არის ალბათობა მოტეხილობების ან კიდურების დაზიანების. ჩემი რჩევა იქნება თუ საჭესთან ზიხართ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ მანქანით გადაადგილებისას. ზოგადად სუსტი ძვლოვანი სისტემა გაქვთ ამიტომ სასურველია გაიმაგროთ იგი.

Nini111

თევზები მყავს მე–6 სახლში, მე–8 სახლში კურო, ხოლო მე–12 სახლში – ქალწული, როგორი მდგომარეობაა ჯანმრთელობის მხრივ?

პასუხი - გააჩნია თავად ამ სახლების მმართველებს და მათ ასპექტებს. ზოგადად რომ გიპასუხოთ, ნებისმიერი დაავადების საფუძველი თქვენ შემთხვევაში ნერვული სისტემა და ემოციები შეიძლება იყოს. არ არის გამორიცხული ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაც.

natka

დავიბადე 1991.12.12 საღამოს 19:30 ქალაქ ზუგდიდში. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი - სუსტი სისხლძარღვები და ვენების პრობლემა გაქვთ. მიდრეკილი შეიძლება იყოთ ჰიპერტონიისკენ უფრო დიდ ასაკში. სასურველია თუ მაქსიმალურად მოერიდებით სახიფათო სპორტის სახეობებს, ლაშქრობებს და ალპინიზმს. რუკა გარკვეული ტრამვების ალბათობას აფიქსირებს ამ მხრივ.

studenti

1994 8 სექტემბერი, თბილისი 19:30 დან 20 საათამდე უფრო დაახლოებით 19:51

მაინტერესებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პასუხი – პრობლემა ის გახლავთ, რომ იმის მიხედვით რომელ საათზე დაიბადეთ, რუკა სხვადასხვა მაჩვენებლებს აფიქსირებს. თუ 19.30 დაიბადეთ საკმაოდ მყარი, კარგი ჯანმრთელობა გაქვთ უმნიშვნელო გართულებებით. მაგრამ თუ დაბადების საათი 20.00-ია უკვე ქრონიკული დაავადების რისკს ვხვდებით, რომელსაც შესაძლოა გარკვეული პერიოდით სტაციონარული მკურნალობა დასჭირდეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?