ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.
astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.
თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას და გთავაზობთ რიგით მესამე თემას – "მატერიალური წინსვლის შანსი და გამომუშავების გზები"
rockako »
დავიბადე 1990 წლის 24 ოქტომბერს 17:45 წუთზე. ქალაქ სამტრედიაში. ვარ მამაკაცი, გთხოვთ მითხრათ, როგორი იქნება ჩემთვის მატერიალური წინსვლა.
პასუხი - ფინანსები თქვენთან ინტერნეტის, სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო სისტემების ყიდვა-გაყიდვის ან ტექნიკის კუთხით შეიძლება მოვიდეს. კარგი მაჩვენებლები გაქვთ კერძო ბიზნესის კუთხით. გირჩევთ თქვენი საქმე წამოიწყოთ.
worldismine »
31.07.1988 დავიბადე დილით დაახლოებით ოთხს რომ თხუთმეტი ეკლდა. (ქალი)
პასუხი - თქვენი საქმეა ფსიქოლოგია, პედიატრია, შესაძლებელია ფული სარესტორნო-კვების ბიზნესითაც იშოვნოთ ან აქსესუარების დამზადებით.
Lucrecious
გამარჯობა, დაბადებული ვარ 1979 წლის 12 სექტემბერს. 00.40 სთ.ზე ქალაქი თერჯოლა. მამაკაცი.
დიდი ინტერესით ველი შაბათ დღეს :)
მადლობა წინასწარ.
პასუხი – თქვენი საქმე წესით უნდა იყოს მედიცინასთან კავშირში. კარგია ტრამვატოლოგის პროფესია. თუ სამედიცინო განათლება არ გაქვთ, ჟურნალისტიკა (ანალიტიკური წერა, რეცენზიები, კრიტიკა) ეს არის სათქვენო. წესით, წერის ნიჭი უნდა გაგაჩნდეთ თან საკმაოდ კარგად წერის ნიჭი.
AniParis »
გამარჯობათ, დავიბადე 1995 წლის 14 აპრილს, დილის 9 საათზე, ქალაქ მოსკოვში. ავირჩიე ჟურნალისტიკა, სტუდენტი ვარ და მაინტერესებს კარიერა სამომავლოდ რას მპირდება. წინასწარ უღრმესი მადლობა.
პასუხი - თქვენნაირ ადამიანს ფულის შოვნა შეუძლია ქალების საჭიროებასა და პრობლემებზე მუშაობით. კარგია ფსიქოლოგის პროფესია. შესაძლოა, გაგიმართლოთ არასამთავრობო უწყებებში მუშაობის კუთხით, რომელიც სოციალურ თემებს ეხება.
sisley »
გამარჯობა, 1990 წლის 23 მარტს 10. სთ სოხუმში. დამაინტერესა. გთხოვთ მეც მომწერეთ პასუხი
პასუხი - თქვენთვის მომგებიანია კომუნიკაციის, ინტერნეტ-მარკეტინგის სფერო. მაგრამ უნდა ისწავლოთ ამბიციების მოთოკვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა იყოს დიდი დანაკარგები.
nefelle »
მოგესალმებით, თემა ძალიან საინტერესოა, შესაბამისად ცდუნებას ვერ ვუძლებ და აი, ჩემი მონაცემებიც :)
დაბადების თარიღი - 1978 წ. 11 მაისი, ქალაქი – თბილისი, დრო – 15.30 სთ, სქესი – მდედრობითი.
დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი - თქვენ შემთხვევაში ფინანსური შემოსავალი ორი სფეროდან შეიძლება მოდიოდეს: სახელოვნებო სფერო ან იურისპრუდენცია, უფრო ადვოკატურა. თუმცა, თავად ფინანსური მდგომარეობა მუდმივად ცვალებადი გაქვთ და გექნებათ. იქნება დიდი შემოსავლები, ძვირად ღირებული პროექტები და იქნება დაუგეგმავი, ასევე დიდ გასავალიც.
Mascho »
დაბადების თარიღი: 14. 10. 1991 დაბადების ადგილი: თბილისი დაბადების ზუსტი დრო: ხუთშაბათი 16:00
სქესი: მდედრობითი
პასუხი - თქვენ შემთხვევაში რუკა აჩვენებს სახელმწიფო სამსახურს და ამ გზით მიღებულ შემოსავალს. ნაკლებად სავარაუდოა კერძო ბიზნესი.
anabela »
დავიბადე 1989 წლის 11 იანვარს ქალაქ თბილისში. საღამოს 8 საათიდან 9–ის 20 წუთამდე. ვარ მდედრობითი სქესის. მაინტერესებს მატერიალური წინსვლისა და სიმდიდრის მაჩვენებელი რუკაში
პასუხი - თქვენთვის მომგებიანია სახელოვნებო სფეროები, ასევე – ფსიქოლოგია. შეეცადეთ, იმუშაოთ ქალების პრობლემებზე, ხშირად დაეხმაროთ ქალებს.
sherlocked »
გამარჯობა, ჩემი მონაცემებია 01.10.1994 21:00 როგორც ვიცი იუპიტერი განაგებს სიმდიდრეს, რომელიც მორიელში მყავს
პასუხი - იუპიტერი მორიელში ხშირად მემკვიდრეობას ნიშნავს. ისიც თუ დადებითადაა ასპექტირებული. თქვენ შემთხვევაში მართლაც არის მემკვიდრეობის შანსი, ოღონდ სადაო მემკვიდრეობაა ეს. ფულის შოვნის წყარო შეიძლება იყოს მედიცინა, კრიმინალისტიკა. უძრავი ქონების ბიზნესიც შესაძლოა იყოს შემოსავლის წყარო.
l ulu »
მდააა.. რა საინტერესო თემაა :) 1990.27.06. დილის 06:30. გოგო. თბილისი. რას მეტყვით, რით გამახარებთ? :) და მაინტერესებს ზოგადად რთული რუკა მაქვს? როდესაც ჩემი ნიშნის დახასიათებას ვკითხულობ ძალიან ბევრი რამ არ ემთხვევა. მაგალითად ის, რომ კირჩხიბს სახლში ყოფნა უყვარს, ჩაკეტილი პიროვნებაა და კიდევ ბევრი რამ. ანუ სხვა ნიშნის გავლენა მაქვს? გამარკვიეთ რააააა.. მადლობა წინასწარ :)
პასუხი – თქვენში ძალიან ბევრია ვერძისა და ტყუპის გავლენა. ამიტომაც არ ხართ ტიპური კირჩხიბი. გარდა ამისა, გაქვთ მერწყულის გარკვეული თვისებებიც. რუკა საკმაოდ რთული გაქვთ და თუ პროფესია ჯერ არ აგირჩევიათ გირჩევთ აირჩიოთ ექიმის (სისხლძარღვთა ქირურგია, ნერვოლოგია) ან სოციალური მუშაკის პროფილი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, აუცილებელია, თქვენი საქმით ხალხს ემსახუროთ. ფინანსების კუთხით სასურველია თუ მამაკაცებთან ნაკლებად ითანამშრომლებთ.
natka » 27
დავიბადე 1991 წლის 12 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში. საღამოს 19:30 ვარ მდედრობითი სქესის. მაინტერესებს მატერიალური წინსვლის და სიმდიდრის მაჩვენებელი რუკაში
პასუხი - რუკის მიხედვით სახელმწიფო სამსახურიდან მოდის შემოსავალი. ეს შეიძლება იყოს რაიმე სახის ადმინისტრაციული თანამდებობა, ბანკი და ა.შ. სასურველია თუ სამსახურს და პირადს ერთმანეთში არ აურევთ და არასოდეს დათანხმდებით საეჭვო გარიგებებში მონაწილეობას!
shorena07 »
1984 წლის 7 იანვარი დილის 7 საათი. რას მეტყვით?
პასუხი - თქვენთვის კომერცია, ყიდვა-გაყიდვის სფეროა ფინანსური წყაროს მომტანი. შესაძლებელია, ასევე ფული იშოვნოთ პედაგოგიური მოღვაწეობით. აბიტურიენტების მომზადებით (ძირითადად უცხო ენა). თუმცა, რაც არ უნდა აკეთოთ, დიდი შრომა და მოთმინება გიწევთ. ფინანსები მარტივად არასოდეს მოვა თქვენთან.
უცნობი
მოგესალმებით, დავიბადე 1995 წლის 17 სექტემბერს დილის 5 საათზე ქალაქ თბილისში გოგო ვარ, მაინტერესებს ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით და რისი თქმა შეგიძლიათ?
პასუხი - თქვენნაირ ადამიანს შეუძლია თავი ჟურნალისტიკაში სცადოს. ასევე კარგია პარფიუმერიის ბიზნესი. ჩაცმა-დახურვა, თავის მოვლის ნივთები. შესაძლოა, იურისტის კარიერაც.