და ანალიზი ესაჭიროება. ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.
astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.
თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.
არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები "გენეტიკური ინფორმაციით" იბადებიან. ანუ ყოველ ახალ თაობას, გაცილებით გაუმჯობესებული გონებრივი მონაცემები გააჩნია, იმიტომ რომ მასში გაერთიანებულია წინაპრების საერთო ინტელექტუალური ხაზის სრული პოტენციალი. თუმცა, არსებობენ ისეთი ბავშვებიც, რომელთა გონებრივი განვითარება ხშირად იწვევს გაოცებას და აღფრთოვანებას ჩვენში. ამგვარი პატარები სხვებზე ადრე სწავლობენ საუბარს და თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესების სფეროთი გამოირჩევიან. ისინი ხშირად სვამენ უფროსებისთვის "ჩიხში შემყვან" და "ჩამჭრელ" შეკითხვებს და ყოველთვის ცდილობენ გაიგონ იმაზე მეტი, ვიდრე იციან. ამგვარ პატარებს "იისფერი რასის" შთამომავლები ანუ – "ინდიგო ბავშვები" ჰქვიათ.
ასტროლოგიური კონსულტაცია – "როდის დავოჯახდებით"
Senpai 07
1994 წლის 12 ივლისი, 06:15, ქალაქი ქუთაისი. მამრობითი. მაინტერესებს დაოჯახების ალბათობა.
პასუხი – გვიანი ქორწინება გელით, დაახლოებით 30 წლის შემდეგ. პარტნიორი უცხოელი ან შერეული სისხლის ადამიანი იქნება. შესაძლოა, იყოს ასევე თანამდებობის პირი ან ასაკით საკმაოდ უფროსი.
Elbereth
გამარჯობა. 11.08.1985, 09:20 სთ. ქ. თბილისი ვარ ქალი :)
მაინტერესებს, ასე ვთქვათ, პერსპექტივა ამ სფეროში... ანუ თუ შევხდები მომავალ პარტნიორს (მეუღლე, ქმარი...), მიახლოებით, როდის და ნუ მოკლედ, რა ვარაუდების გამოტანა შეგეძლებათ ჩემი პირადი მონაცემებით?
პასუხი – თუკი დაბადების საათი აბსოლუტურად ზუსტია, აქამდეც უნდა გქონოდათ ოჯახი. ზოგადად თქვენი რუკა ორი ქორწინების ალბათობას არ გამორიცხავს. აქედან ერთი გვიანი იქნება დაახლოებით 30-35 წლის ასაკში. მეუღლე შესაძლოა იყოს ოჯახის ახლობელი, ნათესავის მეგობარი ან უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული პიროვნება.
xatuka70
1993 წლის 29 მარტს დავიბადე დაახლოებით ღამის 2-ის ნახევარზე მგონი, ზუსტად არ ვიცი. მაინტერესებს ინფორმაცია, როდის გავიცნობ მომავალ მეუღლეს. როდის დავოჯახდები და როგორი იქნება ეს კავშირი. ვარ გოგონა.
პასუხი - გამომდინარე იქედან, რომ დაბადების საათს ზუსტად ვერ აკონკრეტებთ, თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. აჯობებს დააზუსტოთ დაბადების საათი და შემდგომში განმეორებით დასვათ კითხვა.
Nini111
11.11.1995 წ. ქ კალინინგრადი, დაახლოებით გამთენიის 6–ის ნახევარი. გთხოვთ, მითხრათ, როდის დავოჯახდები? და რამდენად მყარი ოჯახი მექნება. დიდი მადლობა
პასუხი – ერთი ქორწინების ალბათობა გაქვთ დაახლოებით 24-27 წლის ასაკში. მეუღლე შესაძლოა იყოს ფინანსისტი ან კერძო ბიზნესში დაკავებული პიროვნება.
anjela
ვარ გოგო, დავ: 1991 წ-ის 24 დეკემბერი, 21 სთ, ქუთაისი... ვიყავი უკვე დაოჯახებული, მაინტერესებს კიდევ თუ მელოდება დაოჯახება და როგორი იქნება ის? რამდენად გაამართლებს?
პასუხი - მეორე ქორწინება სავსებით შესაძლებელია, თუმცა, პრობლემა თქვენი რთული ხასიათი უფროა ვიდრე პარტნიორები. უნდა ჩამოყალიბდეთ როგორი მამაკაცი გჭირდებათ და როგორი გიზიდავთ. რუკა აჩვენებს, რომ ზოგადად მამაკაცის ორი არქეტიპი გაქვთ, მოგწონთ ცოტა მაზოხისტი და ხულიგანი ტიპები, რეალურად კი დიდსულოვანი, კეთილი და გულუხვი კაცი გჭირდებათ. გირჩევთ 28 წლამდე მაინც არ იჩქაროთ ხელმეორედ დაოჯახება. მეუღლე შესაძლოა საერთოდაც უცხოელი იყოს.