ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.
astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.
თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას და გთავაზობთ რიგით მეორე თემას – "შვილების ყოლის ალბათობა"
Nini111
დავიბადე 1995 წლის 11 ნოემბერს რუსეთში ქალაქ კალინინგრადში, დაახლოებით გამთენიის 6 საათზე, ამ თემასთან დაკავშირებით მაინტერსებს ყველაფერი :)
პასუხი –
ნინი, ჩემო კარგო, შვილების ყოლის ალბათობა, რა თქმა უნდა, არის შენს რუკაზე, მით უმეტეს, რომ შენ როგორც მთვარით კირჩხიბი შესანიშნავი დედა იქნები. თუმცა, ბავშვი (სავარაუდოდ გოგონა) შესაძლოა იყოს გვიან ასაკში გაჩენილი. სასურველია, თუ საკეისრო კვეთით გააჩენ პატარას და ორსულობისას მაქისმალურად დაიცავ კვების რეჟიმს!
tipico »
გამარჯობა, მაინტერესებს შვილი მეყოლება? და რამდენი? და დაახლოებით რა ასაკში. თხის რქა 10 იანვარი 1989 წ. დილის 5 საათზე.
პასუხი - ჩემო კარგო, თუ დაბადების საათი ზუსტია, შესაძლოა იყოს გარკვეული გართულებები თქვენთან ორსულობა-მშობიარობისას. გამორიცხული არ არის ქირურგიული ჩარევაც. გირჩევთ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
l ulu »
1990.27.06. დილის 06:30 სთ. გოგო, თბილისი
პასუხი - თუკი დაბადების საათი აბსოლუტურად ზუსტია, რუკის მიხედვით შესაძლოა იყოს გარკვეული პრობლემები ორსულობასთან დაკავშირებით. გამორიცხული არ არის ქირურგიული ჩარევა ან სტაციონარული მკურნალობა. ყურადღება მიაქციეთ ქალურ დაავადებებს, ზოგადად აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა ამ კუთხით.
marikela
გამარჯობა, დავიბადე 1995 წლის 17 სექტემბერს დილის 5 საათზე თბილისში, გოგო ვარ და მაინტერესებს შვილების ყოლასთან დაკავშირებით რას მეტყვით
პასუხი - თქვენი რუკა გვიან შვილს აჩვენებს, შესაძლოა, სულაც ნაშვილები ბავშვის ან გერის აღმზრდელიც გახდეთ. თქვენ შვილთან ერთად გამორიცხული არ არის ქმრის შვილის ან შვილად აყვანილი ბავშვის გაზრდა.
taamtaaa »
გამარჯობათ! ჩემი მონაცემებია: 12.11.1992. 07:55. რუსთავი.
პასუხი - თამთა, რუკის მიხედვით ერთი ან მაქსიმუმ ორი შვილის დედობა გიწევთ. შესაძლოა ორივე მამრობითი სქესის იყოს.
xuchucha
29 თებერვალი 1992 წელი. საღამოს 5 ნახევარი. გოგო
პასუხი – თქვენ შემთხვევაში, არათუ შვილის ყოლა, ზოგადად ბავშვების თემა უზომოდ აქტუალური იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. შვილი აუცილებლად გეყოლებათ. შესაძლოა, ეს მოხდეს ცოტა გვიან ასაკში. თუმცა, გამორიცხული არ არის ბავშვებთან მუშაობა იყოს თქვენი პროფესიული სფეროც.
giogio234
მოგესალმებით, დავიბადე 29.09.1983 02:30 (გამთენიის სამის ნახევარზე), მამრობითი სქესის. მაინტერესებს მეყოლება თუ არა შვილები და რამდენი. დიდი მადლობა.
პასუხი - გიორგი, თქვენი რუკა შვილის ყოლის ალბათობას აჩვენებს, თუმცა გამორიცხული არ არის ეს ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვიც იყოს. არც ის არის გამორიცხული, რომ მეუღლის შვილი (პირველი ქორწინებიდან) გაზარდოთ.
svelte » 21
ნეტა რამდენი მეყოლება. 25.09.87 14:45წ.
პასუხი - თქვენ შემთხვევაში რუკა ორზე მეტი შვილის ყოლის ალბათობას გულისხმობს. თუმცა, სასურველია, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ პირველ შვილს. შესაძლოა, მას შედარებით სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდეს.
morielimorieli
დავიბადე 1980 წლის 8 ნოემბერს, დილით 11–ს რომ აკლდა 15 წუთი, მაინტერესებს რამდენი შვილი მეყოლება? და თუ შეიძლება იმის გაგება, გოგო იქნება თუ ბიჭი?..
პასუხი - თქვენ შემთხვევაში, რუკა არის საკმაოდ რთული. შემიძლია ვივარაუდო, რომ ერთობ რთული, ბევრი მოულოდნელობებით სავსე ცხოვრება გქონდათ (გაქვთ). შვილი შესაძლოა იყოს გვიანი, თუმცა შეიძლება ორი ან სულაც სამი. ასევე არის დიდი ალბათობა ნაშვილები ბავშვის ან გერის გაზრდის. ზოგადად პრობლემები იყოს შეიძლება შვილებთან სამომავლოდ, იმ მიზეზით, რომ თქვენ პირად ცხოვრებას უფრო წინ დააყენებთ ან გექნებათ ამის სურვილი.