გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.
astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.
თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას და გთავაზობთ რიგით მეოთხე თემას – "ტრამვებისა და ავარიების ალბათობა რუკაში"
Senpai »
12 ივლისი, 1994 ., 06:15 , ქალაქი ქუთაისი., მაინტერესებს უბედური შემთხვევების ალბათობა. წინასწარ გმადლობ.
პასუხი – თქვენ შემთხვევაში, განსაკუთრებულ მიდრეკილებას რაიმე სახის ტრამვებისკენ არ აჩვენებს რუკა. ერთადერთი უნდა მიაქციოთ ყურადღება ღვიძლსა და ნივთიერებათა ცვლის საკითხს. ალბათობა არის იმის, რომ ამ მხრივ დაგჭირდეთ ქირურგიული ჩარევა, თუ არ გაუფრთხილდებით სათანადოდ თავს.
April Witch »
მამაკაცი, თბილისი, 1975 წლის 31 დეკემბერი, 23:50. განსაკუთრებით მაინტერესებს 2016 წლის ბოლო პერიოდი... და ნუ ზოგადად ავარია-ტრამვების საშიშროებები. :)
პასუხი – ამ ადამიანის შემთხვევაში პრობლემა არის გადაადგილება და გადაადგილებისას ტრამვების მიღების ალბათობა. ეს შეიძლება იყოს მოკლე მანძილზე გადაადგილება ან საჭესთან ჯდომისას ტრამვები. საკმაოდ რთული მაჩვენებლები ზის ზოგადად. მერვე სახლის მმართველი არის მარსი, რომელსაც აქვს გარკვეული დაძაბული ასპექტები ნეპტუნთან. მე ვიტყოდი, რომ სასურველია მოერიდოს ასევე სასმელის გადამეტებულ მიღებას და მედიკამენტების თვითნებურად დალევას.
natianatia »
ძალიან მაინტერესებს ამ ადამიანზე გთხოვთ მიპასუხოთ მამაკაცი, დაბადებული 1992 წ 13 მაისს 18:15 სთ.
პასუხი – ამ ადამიანის რუკაზე არის გარკვეული მინიშნება მოტეხილობებისკენ. სასურველია, მოერიდოს მანქანის სწრაფად ტარებას და ზოგადად საჭესთან უნდა იყოს ფრთხილად.
marikela »
გამარჯობა, დავიბადე 1995 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისში დილის 5 საათზე გოგო ვარ და მაინტერესებს რამდენად დიდია ტრამვების, ავარიებისა და უბედური შემთხვევების რისკი)))))
პასუხი – თქვენი რუკა აფიქსირებს კიდურების (ხელის მტევან, ფეხის კოჭი) ღრძობა-მოტეხილობის ალბათობას. ასევე მინდა გირჩიოთ, რომ ნაკლებად მოიხმაროთ თამბაქო. დიდია ფილტვების სისუსტისა და სასუნთქი გზების დაავადების ალბათობაც.
Nini111 »
11.11.1995 წ. დაახლოებით გამთენიის 6 ის ნახევარზე. ქ. კალინინგრადი. მაინტერესებს უბედური შემთხვევების რისკი რამდენად დიდია. მადლობ წინასწარ
პასუხი – თქვენი რუკა მოტეხილობების ალბათობას აფიქსირებს. გარდა ამისა, ყველაზე დიდი პრობლემა თქვენთვის არის ნერვები და ზოგადად ნერვული სისტემა. შესაბამისად, გირჩევთ ამ მხრივ გაამახვილოთ ყურადღება.