ასტროლოგიური კონსულტაცია - "წარმატებული კარიერის ალბათობა"

ასტროლოგიური კონსულტაცია - "წარმატებული კარიერის ალბათობა"

ჩვენი საიტი ამიერიდან გაძლევთ შანსს დასვათ თქვენთვის საჭირბოტო ნებისმიერი კითხვა საიტის ფორუმზე, კონკრეტულ "კვირის თემაში" და მიიღოს მასზე ამომწურავი პასუხი.

astrologi.ge-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათი დღის ფრომატი იცვლება. ამიერიდან, ყოველი კვირის დასაწყისში ჩვენ დავასახელებთ ფორუმზე "კვირის აქტიურ თემას" და მასში დასმულ უახლეს 10-15 კითხვაზე პასუხს, თქვენ შაბათ დღეს საიტზე სტატიის სახით იხილავთ.

თუ ჯერაც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით სასწრაფოდ და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა "კვირის აქტუალური თემის" ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა მარტივი ინსტრუქციაც გაგაცნოთ საიმისოდ, რომ სამომავლოდ გარკვეული სახის გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. შეკითხვა აუცილებლად ქართული შრიფტით და კარგად უნდა იყოს ფორმირებული. გარდა ამისა, აუცილებლად მიუთითეთ მასში თქვენი ზუსტი მონაცემები (დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ზუსტი საათი, ქალაქი სადაც დაიბადეთ და სქესი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეკითხვა საიტის ადმინისტრაციის მიერ ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას და გთავაზობთ მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე რიგით მეექვსე თემას – "წარმატებული კარიერის ალბათობა ცხოვრებაში"

Shikolet ვარ ქალი, დავიბადე სიღნაღში, 1977 ,5 მაისი, 15:20.

პასუხი – ძალიან კარგი შანსები გაქვთ ჟურნალისტიკის კუთხით. სამწერლო საქმიანობაც სათქვენოა. ასევე კარგი ლექტორი ან პედაგოგი შეგიძლიათ იყოთ.

Senpai  დავიბადე 1994 წლის 12 ივლისს, 06:15, ქალაქ ქუთაისში, ბიჭი. მაინტერესებს, რომელ სფეროში მაქ წარმატების მიღწევის შანსები.  წინასწარ გმადლობ

პასუხი – თქვენთვის ძალიან კარგია მსახიობის, მუსიკოსის პროფესია. ასევე შესანიშნავად გამოგივათ ბავშვებთან მუშაობა. შეგიძლიათ კარგი ბავშვთა ფსიქოლოგიც გახდეთ.

natianatia დაბადებული ქ.თბილისში 10.11.1982 ღამის 1:00 სთ. კაცი

პასუხი – ფულისმკეთებელი ადამიანის რუკაა. სავარაუდოდ, ეს არის საკონსულტაციო-საკომუნიკაციო სფერო. შესაძლოა ადვოკატურაც.

giorgi123456 გამარჯობა, 1996 7ოქტომბერი, დილის 7 საათი

პასუხი – თქვენთვის ქალების ან ქალების საჭიროებაზე ორიენტირებული სფეროებია საუკეთესო წარმატების მისაღწევად. შესაძლოა გქონდეთ ბიზნესი სახლიდან.

studenti დავიბადე თბილისში 1994 წლის 8 სექტემბერს 19:30–დან 20:00–მდე მაინტერესებს წარმატებული კარიერის ალბათობა. მადლობა

პასუხი – ვერ ვიტყვი, რომ მარტივად მოახერხებთ პროფესიულ განვითარებას. ბევრი წინააღმდეგობები გელით. სასურველია, ექიმის პროფესია აირჩიოთ და მთლად უკეთესი თუ უცხოეთში შეეცდებით პროფესიულად რეალიზებას.

astrology გამარჯობა. დავიბადე 1993 წლის 16 იანვარს, 13:00 საათზე. ახალციხეში. გოგო. მაინტერესებს, რომელ სფეროში მელის წარმატება კარიერაში. წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი – შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი კარიერა გელით, ოღონდ ან უცხოეთში ან უცხოელებზე მუშაობის ვარიანტში. მაგრამ სასურველია იყოთ ექიმი (ქირურგი), სოციოლოგი ან ფსიქოლოგი.

UUGM » დავიბადე 1986 14 დეკემბერს 19:50 სთ. ქალაქი ჭიათურა. (მდედრობითი) დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი – თქვენთვის ძალიან კარგია იურისტის კარიერა. ან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა.

marikela  გამარჯობა, დავიბადე ქალაქ თბილისსში 1995 წლის 17 სექტემბერს გამთენიის 5 საათზე ვარ გოგო, მომავალი ფარმაცევტი, მაინტერესებს, რამდენად წარმატებული ვიქნები ჩემს სფეროში და შევძლებ თუ არა კარგი კარიერის გაკეთებას)))))

პასუხი – თქვენნაირ ადამიანს აქვს შანსი წარმატებას მიაღწიოს ჟურნალისტიკის ან ნებისმიერ საკომუნიკაციო სფეროში. ასევე კარგია საბანკო-საფინანსო განხრაც.

qeti გამარჯობა, დავიბადე ქ. თბილისში 22/09/1988, 16:00 სთ. მდედრობითი, მაინტერესებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, წინასწარ გიხდით მადლობას :)

პასუხი – სათქვენოდ საუკეთესო პროფესიაა ფსიქოლოგია ან რაიმე მასთან ახლოს მდგომი დარგი. ასევე შეგიძლიათ თავი სცადოთ ფარმაცევტიკის კუთხით ან სასმელების ბიზნესში.

worldismine  გამარჯობა, დავიბადე ქ. თბილისში 31.07 1988, 03:45 სთ. მდედრობითი, მაინტერესებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით

პასუხი – თქვენთვის კარგია პედაგოგიური სფერო. სხვადასხვა სახის ტრენინგები. ასევე ნებისმიერი არასამთავრობო ან უფლებადამცველი ორგანიზაცია. კარგია თუ კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებთ.

chka გამარჯობა, დავიბადე 1990 წლის 3 ივნისს, 10:48-ზე თბილისი, მდედრობით

წინასწარ მადლობა. იქნებ რამე ხელჩასაჭიდი მითხრათ რაიმე თორემ ძალიან დაბნეული ვარ ამ ცხოვრებაში.

პატივისცემით...

პასუხი - თქვენთვის ინტერნეტ-კომუნიკაცია და პროექტების მართვაა საუკეთესო ვარიანტი. მოერიდეთ ზემდგომებთან ჩხუბს და დაპირისპირებას.

ninachka  ჩემი მონაცემებია: 25.04.94 დილის 6:30 ქ. რუსთავი; გთხოვთ მითხარით როგორია ჩემი კარიერული წინსვლა

პასუხი - კარგი იურისტი ან კრიმინალისტი დადგებოდა თქვენგან. შესაძლოა უძრავი ქონების ანუ საბროკერო საქმიანობის მხრივაც გაგიმართლოთ.

Nini111  დავიბადე 1995 წლის 11 ნოემბერს ქალაქ კალინინგრადში გამთენიისას დაახლოებით 6 ის ნახევარზე, სტუდენტი ვარ და პროფესია სამართალმცოდნეობა ავირჩიე მაინტერესებს რამდენად წარმატებული კარიერა მექნება? დიდი მადლობა

პასუხი – თქვენთვის კარგია დიზაინერის, არქიტექტორის კარიერა. იურისპუდენციაც. თუმცა, შესაძლოა პასიურობის ან ოჯახური ინტერესების გამო კარიერა არც გაიკეთოთ.

lela91 გამარჯობა. დავიბადე 13.11.1991. ღამის პირველ საათზე. ქუთაისში. გოგო. მაინტერესებს, რომელ სფეროში მელის წარმატება კარიერაში. წინასწარ გიხდით

მადლობას.

პასუხი – თქვენთვის კარგია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარი ან მარკეტინგი. ასევე კარგია სარესტორნო ბიზნესი ან სამუზეუმო საქმე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?