ასტროლოგიური პროგნოზი - წინ "ცხელი" იანვარი გველის

ასტროლოგიური პროგნოზი - წინ "ცხელი" იანვარი გველის

ნაბახუსევისა და ასეთივე ქრონიკული ღამისთევების პერიოდია. მოკლედ, ერთობ რთულია წელიწადის პირველი თვე, როგორც ყველაფერი პირველი.

თუმცა, 2014 წელის იანვარი, ასტროლოგიურადაც არ გვპირდება მარტივ სიტუაციებს, ამიტომ ჩვენი საიტის ერთგულ მკითხველს მინდა მოკლე რეზიუმე მივაწოდო იმის შესახებ, თუ რა სახის მოვლენებს გვიმზადებს მიმდინარე თვე, როგორც კარიერის, ისე პირადი ცხოვრების კუთხით...

ასტროლოგების აზრით, 2014 წლის იანვარი, განსაკუთრებით კი მისი პირველი დეკადა ძალიან ბევრი, საკმაოდ რთული პლანეტარული კონფიგურაციებით ხასიათდება . ეს არის პერიოდი, როცა ყოველგვარი სახის მოულოდნელობებს, კონფლიქტური სიტუაციის მომწიფებას და ტრანსფორმაციებს უნდა ველოდოთ, სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტში.

ახალი წელი საკმაოდ მძიმე ტაუკვადრატების ფონზე დადგა. უკვე იანვრის შუა რიცხვებისკენ დაძაბულ პლანეტარულ "ფერხულში" ვენერაც დაიკავებს მნიშვნელოვან პოზიციებს, რომლის მეშვეობითაც დიდი "კარდინალური ჯვარი" ამუშავდება და 24 იანვრამდე გასტანს მისი გავლენა. რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად სატურნის მეტ-ნაკლებად მარეგულირებელი გავლენისა პირად ურთიერთობებში გარკვეული კრიზისის პერიოდი დგება. მარტივად რომ ვთქვათ, ურთიერთწყენისა და დაგროვილი სათქმელის "ამოხეთქვის" სურვილი გაიზრდება ადამიანებს შორის. ამიტომ ჩემო კარგებო, ნუ აჰყვებით ემოციებს, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და თუ მაინც ვერ სძლევთ ცდუნებას პარტნიორს ეკამათოთ, მაქსიმალური დიპლომატია გამოიყენეთ, რათა ამ უკანასკნელთან ურთიერთობის გაგრძელების გზები დიდი ხნით ან სამუდამოდ არ მოიჭრათ ცხოვრებაში.

Astrologia

რაც შეეხება საქმიან სფეროს. მათთვის ვინც გასული წლის მანძილზე, ხანგრძლივი და მიზანმიმართული გეგმის მიხედვით მიჰყვებოდა კარიერულ კიბეს, იანვრის პირველი ნახევარი საკმაოდ წარმატებულ შანსებს მოიტანს უკვე დაწყებული, კარგად გაანალიზებული საქმეების დასასრულებლად და ფორმის მისაცემად.

ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული დღე იანვრის განმავლობაში ენერგეტიკული თვალსაზრისით არის 6-7 იანვარი. ამ დღეს პლანეტების ნეგატიურ განლაგებას მთვარის ტრანზიტიც შეუერთდება ვერძის ზოდიაქოში. ამიტომ ამ დღეებში ემოციურ ადამიანებს განსაკუთრებულად გაუძნელდებათ საკუთარი ემოციების მართვა-კონტროლი.

8-11 იანვრის ჩათვლით დაძაბულობა შემცირდება, თუმცაღა ეს "გამოდარება" მოკლევადიანი იქნება. იმიტომ რომ სულ მალე ძალაში შევა ვენერა-მარსის კვადრატურა, რაც არაერთ მძაფრ კოცონს დაანთებს პარტნიორული ურთიერთობების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, 23 იანვრის ჩათვლით მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთა კონფლიქტს , ძველი წყენის წამოძახებას და უკომპრომისო საქციელს. თუ გსურთ, რომ ოჯახური ან პარტნიორული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

თვის მანძილზე აქტუალურია ორი დიდი პლანეტის – იუპიტერისა და პლუტონის ოპოზიცია, ამიტომ ამ პერიოდში შესაძლოა ნებისმიერი სახის ერთი შეხედვით პერსპექტიული პროექტი, სამომავლოდ აბსოლუტურად არამომგებიანი გამოდგეს ან ის შემოსავალი არ მოიტანოს, რასაც მისი სტარტის აღებასას მოელოდნენ ადამიანები . აქედან გამომდინარე, სასურველია ბიზნესმენებმა და ფინანსურ სექტორში მომუშავე პიროვნებებმა, საღად შეაფასონ სიტუაცია და რისკის დონე მინიმუმამდე დაიყვანონ მატერიალური სახსრების განაწილების თვალსაზრისით.

იანვარი თან მოიტანს ასევე, მოულოდნელ საკადრო ცვლილებებსა და თანამდებობრივ მანიპულაციებს. ამ შემთხვევაში ზოგმა შეიძლება თანამდებობა მოულოდნელად დაკარგოს, მაშინ როცა ზოგიერთისთვის პირიქით, თანამდებობრივი ზრდა იქნება აბსოლუტურად დაუგეგმავი ფაქტი.

Astrologia

იანვრის მეორე დეკადა განსაკუთრებით გაზრდის კონფლიქტების, საწარმოო ტრამვების, საგზაო შემთხვევების ალბათობას. მოიმატებს ავარიულობაც. ამიტომ მათ ვისაც საჭესთან უწევს ჯდომა, მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ასტროლოგები ამ თვის მანძილზე.

იანვრის თვეში გააქტიურებულ კონფიგურაციებს, განსაკუთრებული სიმძაფრით შეიგრძნობენ ის ადამიანები, რომელთაც პირად კოსმოგრამაში მნიშვნელოვანი პლანეტები ვერძის, თხის რქის, კირჩხიბისა და სასწორის ნიშნებში, 8-13 გრადუსზე აქვთ განლაგებული.

ხოლო მათ ვისაც პირად რუკაში მზის, მარსის, პლუტონისა და ურანის მძიმე ასპექტები აღენიშნება, უმჯობესია თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის მასიურ თავყრილობებში მოხვედრისგან. იქნება ეს კინო, თეატრი, კონცერტი თუ სხვა. რადგან ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ რაიმე გაუგებრობაში აღმოჩნდეთ, უშუალოდ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ძალზე დიდია.

Astrologia

16 იანვარს სავსემთვარეობა მარსი-ვენერას საკმაოდ რთულ ასპექტს ემთხვევა. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევა-დარეგულირების საკითხს.

ალბათობა ამ მხრივ ემოციურ ფონზე, არასწორი დასკვნები გამოიტანოთ და საფუძველი ხანგრძლივ კონფლიქტს ჩაუყაროთ, ძალზე დიდი იქნება. აჯობებს "მტკივნეულ" თემებზე სასაუბროდ, თებერვლის თვემდე აიღოთ "ტაიმ-აუტი".

იანვრის მეორე დეკადიდან, მაქსიმალური წინდახედულება გამოიჩინეთ ასევე ნებისმიერი სახის საქმიანი დოკუმენტაციის შედგენისას. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ფინანსურ ან იურიდიულ ვალდებულებებს. იმიტომ რომ სამომავლოდ ამ ვალდებულებების შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. ეს ის პერიოდია, როცა იზრდება სხვადასხვა ტიპის არასაიმედო, საეჭვო საქმიან გარიგებებში მონაწილეობის სურვილი და ალბათობა. უმჯობესია მსხვილი ფინანსური ოპერაციები და მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყება, იანვრის ბოლოსთვის გადადოთ, როცა სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება.

სიმშვიდეს, ემოციურ სტაბილურობასა და პოზიტიურ განწყობას გისურვებთ!

მომზადებულია უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?