ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის დადებით თვისებებზე. ვასრულებთ მათ თხოვნას და ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შეყვარებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ნაკლზე დავხუჭოთ თვალი... მაგრამ ნაკლზე, მოდი, სხვა დროს, სხვა სტატიებში ვისაუბროთ
მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ კურო:
1. გაწონასწორებული და მშვიდია - ის არასოდეს ჩქარობს, არ ფაციფუცობს, მისი სიმშვიდე გადამდებია
2. ერთგული მეგობარი და პარტნიორია - კურო ის ადამიანია, ვისაც "შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს". ამიტომ თუ გენდოთ და მიგიღოთ, თქვენი ნაკლით და ღირსებით გიერთგულებთ.
3. იცის "ცხოვრების გემო" - ის ყველაფერს გემირელად აკეთებს, საჭმელს, საქმეს, კავდება სექსით.
4. მიზანსწრაფული და ჯიუტია - მისი უნარი დაწყებული საქმეები ყოველთვის მიიყვანოს ბოლომდე აღფრთოვანების ღირსია.
5. კარგად ეხერება ყველაფერი "საკუთარის" დაცვა - იქნება ეს ქონება თუ ადამიანები, რაც მისია კურო არავის დაუთმობს.
6. რაციონალური და პრაგმატულია - ძალა შესწევს გადაგაფიქრებინოთ ათასგვარი სისულელის ჩადენა.
7. აფასებს სილამაზეს და სულით რომანტიკოსია - მის გარშემო ხშირად ნახავთ ლამაზ ნივთებს, იგი ჭეშმარიტი ესთეტია.
8. შემოქმედებითი და გულუხვია - ახლობელი ადამიანების გამო კომფორტის შექმნა კუროს სიამოვნების წყაროა.
9. ემოციური და განცდიანია - ერთი შეხედვით არ ჩანს ასე, თორემ შეუძლია რომანტიკულ კომედიაზე აღვარღვაროს ცრემლები.
10. გულწრფელი და ნამდვილია - ის არასოდესაა ყალბი. ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და არავის ჭორავს ზურგს უკან.