2. აქვს ჯანსაღი ამბიციები - მისი თვითრწმენა და ცხოვრების სიყვარული გადამდებია.
3. საიმედო ადამიანია - მისთვის ღირსება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ცხოვრებაში. ლომებს შორის იშვიათად შეხვდებით გამყიდველებს სულით.
4. მის გვერდით არასოდეს მოიწყენთ - ლომები ოპტიმიზმს ასხივებენ. მათთვის ცხოვრება ლამაზი დღესასწაულია, ამიტომ ცდილობენ სხვასაც გაუნაწილონ ეს სადღესასწაულო განწყობა.
5. უყვარს სიცოცხლე - მისი სიცოცხლის სიყვარული გადამდებია.
6. ყოველთვის სჯერა ბედნიერი დასასრულის - ლომი წაგებას არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როცა ნათლად ჩანს, რომ დამარცხებულია. მისი ოპტიმიზმი მართლაც რომ აღფრთოვანების ღირსია.
7. გულწრფელია - ძალიან უყვარს საკუთარ გრძნობებზე საუბარი და სითბოს გამოხატვა.
8. ყოველთვის აქვს კარგი კავშირები - საჭიროების შემთხვევაში მის გამო მეგობრები ყირაზე დადგებიან. მას ყველგან ეთქმის "სერიოზული სიტყვა".
9. სიყვარული მთელი გულით შეუძლია - მაქსიმალისტია, თუკი შეგიყვარათ, გულს მოგიძღვნით ბოლომდე.
10. მისი დაბადების დღე წლის საუკეთესო პერიოდშია - ზაფხული, მზე, ზღვა - რა გინდა სხვა?