ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის დადებით თვისებებზე. დღეს ვასრულებთ მათ თხოვნას და ვიწყებთ სტატიების ციკლს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შეყვარებაში დაგეხმარებათ. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ნაკლზე დავხუჭოთ თვალი... მაგრამ ნაკლზე, მოდი, სხვა დროს, სხვა სტატიებში ვისაუბროთ.
მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ სასწორი:
1. ის სამართლიანია - კამათში ყოველთვის უჭერს მხარს მას, ვინც ობიექტურად მართალია. მასზე არ მოქმედებს "ნეპოტიზმი".
2. ელეგანტური და მომხიბვლელია - მისი ჩაცმის სტილისა და იმიჯის ბევრს შეშურდება.
3. ემოციური და მგრძნობიარეა - დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ ჩახუტება? ეს მათთვის მთელი რიტუალია.
4. საშინლად რომანტიკულია - სასწორს ხომ ვენერა მართავს, სიყვარულის ქალღმერთი.
5. დიპლომატიური და პრაქტიკულია - ყოველთვის შეეცდება "არც მწვადი დაწვას, არც შამფური" და ამას ძალზე მოხდენილად გააკეთებს.
6. ბუნებრივია - მართლაც, ის ყოველთვის ასე გამოიყურება.
7. იდეალური კოლეგა და უფროსია - თუკი ან ერთთან ან მეორე ვარიანტთან გქონიათ შეხება ალბათ დამეთანხმებით, ამ ხალხს შეუძლია ემოციური კომფორტის შექმნა.
8. ინტელექტუალური და საინტერესოა - შესაძლოა ჰარვარდის დიპლომი არ ჰქონდეს, მაგრამ მასთან არასოდეს მოგწყინდება.
9. ეხერხება სილამაზის დაფასება - სასწორებს ესმით "ცხოვრების გემო" და ზუსტად ამაშია მათი უნიკალურობა.
10. ისინი იდეალისტები არიან - ყოველთვის ღრმად სწამთ ლამაზი დასასრულის და მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი სირთულე თავაზიანი ღიმილით მოგვარდება.