ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის დადებით თვისებებზე. ვასრულებთ მათ თხოვნას და ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შეყვარებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ნაკლზე დავხუჭოთ თვალი... მაგრამ ნაკლზე, მოდი, სხვა დროს, სხვა სტატიებში ვისაუბროთ
მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ თევზები:
1. ის წარმოუდგენლად ხათრიანია - თევზი მეგობარი ყოველთვის გეთანხმებათ ყველაფერში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერე თავისი ნათქვამი "კი"-ს გამო ბევრს ინანებს, გულს არ გატკენთ მოცემულ მომენტში უარით.
2. იგი მუდამ ეძებს ახალ ემოციებსა და შეგრძნებებს - ცხოვრების აზრის ძიების პროცესში თევზები თქვენაც აგიყოლიებთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან სახალისოა.
3. უზომოდ თანამგრძნობია - მისგან ისწავლით როგორ უნდა გიყვარდეთ ამქვეყნად ნებისმიერი სულდგმული.
4. მეოცნებეა - ოცნების გარეშე ხომ ცხოვრებას აზრი არ აქვს.
5. აგროვებს ისტორიებსა და ადამიანებს - მასთან საუბარი საინტერსოა, ყოველთვის აქვს მოსაყოლი რაიმე "ტკბილი ისტორია".
6. შემოქმედებითი და რომანტიკულია - ცხოვრებას სულ სხვა კუთხით დაინახავთ მასთან ერთად.
7. შესანიშნავი მსმენელი და მრჩეველია - მასთან ერთად ნებისმიერი ცხოვრებისეული პრობლემიდან იპოვნით გამოსავალს, თეორიულს მაინც.
8. მისი მეგობრობა უსაზღვროა - თევზები ყველასთან მეგობრობენ, ვისაც მათი მხარდაჭერა ესაჭიროება.
9. ემოციური და სათუთია - მისი ემოციები ხშირად გადამდებია.
10. მის პატიების უნარს და დიდსულოვანებას ვერასოდეს გაეჯიბრებით - სამაგიეროდ, შეგიძლიათ ისწავლოთ ეს თვისებები მისგან.