ავალონის სიბრძნე - ანარქიული მისიით დაბადებული ადამიანები

ავალონის სიბრძნე - ანარქიული მისიით დაბადებული ადამიანები

არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

ანარქიული მისიით დაბადებული ადამიანები

11 აპრილი 1921 – 4 იანვარი 1922

14 თებერვალი 1930 – 10 ნოემბერი1930

20 დეკემბერი 1938 – 15 სექტემბერი 1939

26 ოქტომბერი 1947 – 23 ივლისი 1948

1 სექტემბერი 1956 – 27 მაისი 1957

6 ივლისი 1965 – 1 აპრილი 1966

12 მაისი 1974 – 4 თებერვალი 1975

17 მარტი 1983 – 12 დეკემბერი 1983

22 იანვარი 1992 – 17 ოქტომბერი 1992

27 ნოემბერი 2000 – 22 აგვისტო 2001

14 სექტემბერი 2008 – 16 სექტემბერი 2008

ამგვარი მისიით დაბდებული ადამიანები, სხვებზე უფრო მეტად ვარდებიან ეგოიზმისა და ამპარტავნების ცოდვაში. წინა ცხოვრებაში მათ უმრავლესობას მაღალი პოსტი ეკავა ან ძალიან მდიდარი იყო, ამიტომ ამ ინკარნაციაშიც მოჰყვებათ მათ მეფური მანერები და ეგოისტური სწრაფვა დომინირებისკენ. ბევრი მათგან ხშირად ათეისტად, საზოგადოებრივ-ეთიკური ნორმების უარმყოფლად ან დისიდენტად გვევლინება რეალურ ცხოვრებაში. მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ თავისუფლება ყველაფერის უფლებას ნიშნავს, ამიტომ მათთვის ძალია მარტივია ყოველგვარ პასუხისმგებლობას გადააბიჯონ, საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. თუმცა ბედისწერა სწორედ ამ თვისებების და დაუმორჩილებლობის გამო, მათ არაერთ განსაცდელს დაახვედრებს ცხოვრების გზაზე "გამოსასწორებლად". ამ მხრივ, ყველაზე ხშირად მათი თავისუფლება დადგება საფრთხის ქვეშ და სამართალდამცავებთან და კანონთან დაპირისპირების გამო ამ ხალხის დიდ ნაწილს მოუწევს სატუსაღოში გაატაროს ცხოვრების რაღაც ნაწილი. გარდა ამისა, მათი ერთი შეხედვით "გრანდიოზული გეგმებიც" შეიძლება ბოლო წუთას ჩაიშალოს ან შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ძირითადად თავისუფლად გადაადგილების უნარს შეუზღუდავს (მოტეხილობები, ტრამვები). აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ ზუსტად ამ კატეგორიის ხალხს განეკუთვნებით, აუცილებელია ისწავლოთ აწმყოში ცხოვრება, შრომა და თავმდაბლობა. სხვების მსახურება და თანადგომა. ასეთ შემთხვევაში თქვენი მონდომება დაფასდება და ცხოვრება ნელ-ნელა მშვიდ კალაპოტში იწყებს დინებას. თქვენ შეძლებთ მოიპოვოთ სულიერი წონასწორობა და სიბრძნე, რაც მომდევნო ჯგუფის "უმაღლესი ჰარმონიის" მისიით მოსული ადამიანებისთვისა დამახასიათებელი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?