არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქოტიპად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...
წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
ძუნწები და ეჭვიანები
22 მაისი 1923 – 23 მარტი 1924
3 მაისი 1932 – 26 იანვარი 1933
8 მარტი 1941 – 2 დეკემბერი 1941
11 იანვარი 1950 – 6 ოქტომბერი 1950
17 ნოემბერი 1958 – 12 აგვისტო 1959
22 სექტემბერი 1967 – 17 ივნისი 1968
28 ივლისი 1976 – 23 აპრილი 1977
2 ივნისი 1985 – 25 თებერვალი 1986
8 აპრილი 1994 – 2 იანვარი 1995
12 თებერვალი 2003 – 7 ნოემბერი 2003
ადამიანები, რომლებიც მსგავსი მისიით მოევლინენ ქვეყანას, ხშირად არაადექვატური ამბიციურობით და სიხარბით გამოირჩევიან. გასული ინკარნაციიდან მათ გამოჰყვათ ანგარება, პატივმოყვარეობა და სიძუნწე. ამიტომ ისინი ამ ინკარნაციაშიც ცდილობენ გარშემომყოფები საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ. თუმცაღა ცხოვრება მკაცრად დააყენებს მათ წინაშე თემას - „რაც გაქვს, სხვებსაც უნდა გაუნაწილო“, აქედან გამომდინარე რაც უფორ მეტ სიძუნწეს გამოიჩენს ასეთი ხალხი, მით უფრო მეტი გაუთვალისწინებელი ხარჯი და ფინანსური კრიზისი გაჩნდება მათ ყოველდღიურობაში. ამ ადამიანებს ასევე ეკრძალებათ სხვის ხარჯზე ცხოვრება და სიზარმაცე. ცხოვრების ასეთი სტილი მათთვის არამხოლოდ მორალურ-მატერიალურ დეგრადაციას, ენერგეტიკულ დისბალანსსაც მისცემს სათავეს, რაც შესაძლოა მოგვიანებით ონკოლოგიური ან ქრონიკული დაავადების ფორმით გამოვლინდეს. ამასთან ერთად, სხვის ხარჯზე ცხოვრება მარტოოდენ მატერიალურ დამოკიდებულებას როდი გულისხმობს, მასში ენერგოვამპირიზმიც შედის, რაც ამ ჯგუფში დაბადებულ ხალხს საკმაოდ ძლიერად აქვს განვითარებული ხასიათში. ამიტომ მათთვის აუცილებელია, ისწავლონ სხვებზე ზრუნვა, სითბოს და სიყვარულის უანგაროდ გაცემა, მიტევება და ნდობა. სამაგიეროდ საკუთარ თავზე მუშაობის ხარჯზე, მათ აუცილებლად მიეცემათ შესაძლებლობა გადაინაცვლონ ე. წ „მცოდნე ადამიანების“ ჯგუფში, რომლის შესახებაც მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.