არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქოტიპად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...
წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
გულუხვი მდიდრები
15 ნოემბერი 1925 – 16 ივნისი 1926
15 ნოემბერი 1932 – 16 ივნისი 1933
15 ნოემბერი 1939 – 16 ივნისი 1940
15 ნოემბერი 1946 – 16 ივნისი 1947
15 ნოემბერი 1953 – 15 ივნისი 1954
15 ნოემბერი 1960 – 15 ივნისი 1961
15 ნოემბერი 1967 – 15 ივნისი 1968
15 ნოემბერი 1974 – 15 ივნისი 1975
15 ნოემბერი 1981 – 15 ივნისი 1982
15 ნოემბერი 1988 – 15 ივნისი 1989
15 ნოემბერი 1995 – 15 ივნისი 1996
15 ნოემბერი 2002 – 14 ივნისი 2003
ადამიანები, რომლებიც მსგავსი მისიით იბადებიან, ხშირად ბავშვობის ასაკიდანვე არიან უზრუნველყოფილნი სიმდიდრითა და ფუფუნებით. მათ უმრავლესობას ასევე უწევს თბილ, მოსიყვარულე და ჰარმონიულ ოჯახურ გარემოში გაზრდა, რაც ამ ხალხის ენერგეტიკაზეც დადებითად აისახება. როგორც წესი, მათ მუდმივად უმართლებთ შემოსავლის წყაროს მოძიების კუთხით. იმ შემთხვევაშიც, თუ დიდ ასაკში გარკვეული კრიზისი დაუდგებათ, მათი დაუშრეტელი ენერგია და სასიცოცხლო პოტენციალი ხშირად არის სხვებისთვის სტიმულის მიმცემი. აქედან გამომდინარე, ხდება ზუსტად ის, რომ გარშემო მყოფები ხშირად ეძებენ ამ ხალხთან კავშირს. მათ ენდობიან და უზიარებენ საკუთარ პრობლემებს, მათი იმედი აქვთ და ცდილობენ მათგან ცხოვრების მიმართ ოპტიმისტური მიდგომა გაიზიარონ. ამ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ ის ფაქტი, რომ რაც მეტს გასცემენ, როგორც მატერიალურად ისე მენტალურად, მით უფრო მეტი შანსები გაუჩნდებათ სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად რეალურ ცხოვრებაში. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მათ ხელს სიძუნწე დაჰრევს ან ხალხის დაყოფას დაიწყებენ "თავისიანებად" და "უცხოებად", ისინი კარგავენ მათთვის დამახასიათებელ ქუდბედიანობას. ხდებიან წუწუნები და პესიმისტები, რის გამოც მომდევნო ცხოვრებაში მათ ძუნწი და ეჭვიანი ხალხის რიგებში ემუქრებათ დაბადება.