ავალონის სიბრძნე - გვარის მოამაგეები

ავალონის სიბრძნე - გვარის მოამაგეები

არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

„გვარის მოამაგეები“

18 იანვარი 1927 – 16 აგვისტო 1927

18 იანვარი 1934 – აგვისტო 1934

18 იანვარი1941 – 16 აგვისტო 1941

18 იანვარი 1948 – 16 აგვისტო 1948

17 იანვარი 1955 – 16 აგვისტო 1955

17 იანვარი 1962 – 16 აგვისტო 1962

17 იანვარი 1969 – 16 აგვისტო 1969

17 იანვარი 1976 – 16 აგვისტო 1976

17 იანვარი 1983 – 16 აგვისტო 1983

17 იანვარი 1990 – 16 აგვისტო1990

17 იანვარი 1997 – 16 აგვისტო 1997

16 იანვარი 2004 – 16 აგვისტო 2004

ადამიანები რომელთაც ბედმა ამგვარი მისიით არგუნათ დაბადება, განსაკუთრებული გენეტიკური კავშირებით გამოირჩევიან. მათგან გარშემომყოფები ყოველთვის იღებენ პოზიტიურ ენერგეტიკას, სწორ რჩევებს და ოპტიმისტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. ამ ხალხის დიდი ნაწილი საკუთარი წინაპრების და ფესვების შესახებ ხშირად ამომწურავ ინფორმაციას ფლობს. ისინი ამაყობენ წინაპართა ღვაწლით, მათი დანატოვარით და გენეტიკური ნიშან-თვისებებით. აქედან გამომდინარე, მათგან ხშირად გამოდიან ისტორიკოსები, მკვლევარები და ანტიკვარიატის კოლექციონერები. ამ ადამიანებს გააჩნიათ უნარი რეალურ ცხოვრებაში განახორციელონ ყველა ის ოცნება, რაც მათ წინაპრებს დარჩათ აუსრულებელი. ისინი ხშირად გვევლინებიან მამის, ბაბუის ან რომელიმე წინაპრის გზის გამგრძელებლად პროფესიული კუთხით. მათ აქვთ ასევე უნარი, გამოისყიდონ და გაანეიტრალონ წინაპრების მიერ ჩადენილი ცუდი საქციელი და ცოდვა, საკუთარი გულწრფელობით და სიკეთით სხვების მიმართ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ამგვარი ადამიანი შეეცდება უარი თქვას ტრადიციებზე და ნაკლებად იზრუნებს წინაპრების ხსოვნის გასაგრძელებლად მას ეკარგება წინაპრების ხაზით მინიჭებული განსაკუთრებული უნარი და გადაინაცვლებს ჯგუფში, რომელსაც „ შინაურებში უთვისტომო“ ეწოდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?