არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...
წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
მცდარი მისიით დაბადებული ადამიანები
17 ივლისი 1920 – 10 აპრილი1921
20 მაისი 1929 – 13 თებერვალი 1930
27 მარტი1938 – 20 დეკემბერი 1938
30 იანვარი 1947 – 25 ოქტომბერი 1947
15 დეკემბერი 1955 – 1 სექტემბერი 1956
20 ოქტომბერი 1964 – 5 ივლისი 1965
15 აგვისტო 1973 – 12 მაისი 1974
20 ივნისი 1982 – 16 მარტი 1983
1 მაისი 1991 – 21 იანვარი 1992
3 მარტი 2000 – 27 ნოემბერი 2000
ზემოთ ჩამოთვლილ თარიღებში დაბადებული ადამიანები, ამ ქვეყანას წარსულში დაგროვილი საკუთარი ნეგატიური კარმის გასაწმენდად ევლინებიან. გასულ ინკარნაციაში მათი დევიზი იყო შემდეგი: "მიზანი ამართლებს საშუალებას", ამიტომ ამჯერადაც აგრძელებენ ისინი ცხოვრების პირველ ეტაპზე მცდარი გზით სვლას. ამასთან ერთად, ეს ხალხი ხშირად ამ თავიანთი "დიადი მიზნისკენ" სვლის პროცესში გარშემო მყოფთა ჩართვასაც აქტიურად ცდილობს. თუმცაღა ზოგჯერ ისინი ვერც კი აცნობიერებენ იმას, რომ ამ სახით დამახინჯებულად აღქმული რეალობის აღქმასვე სთავაზობენ გარშემო მყოფებს.
აქედან გამომდინარე, მათთვის აუცილებელია იმის გააზრება, რომ საკუთარ ხასიათში არსებულ ეგოცენტრიზმსა და ამბიციურობას უნდა გამოუცხადონ ომი. მათგან სამყარო სისადავეს, სიკეთის თესვას და მოკრძალებულ ცხოვრებას ითხოვს, ნაცვლად ქიმერული მიზნების დევნისა. თუკი ამ პროგრამით დაბადებული პიროვნება გააცნობიერებს იმას, რომ არავითარი მიზანი არ დგას უბრალო ადამიანურ ურთიერთობებზე და სიყვარულზე მაღლა, იგი ჭეშმარიტ მოიპოვებს შინაგან სისუფთავეს და მოქმედების თავისუფლებას რაც მომდვნო ჯგუფის – ანუ თავისუფლებისთვის დაბადებული ადამინებისთვისაა დამახასითებელი. თუმცა, მათ შესახებ უკვე მომდევნო სტატიში ვისაუბროთ.