გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..
წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
„თეთრი მაგები“
18 მაისი 1922 – 16 დეკემბერი 1922
18 მაისი 1929 – 16 დეკემბერი 1929
18 მაისი 1936 – 16 დეკემბერი 1936
18 მაისი 1943 – 16 დეკემბერი 1943
18 მაისი 1950 – 16 დეკემბერი1950
17 მაისი 1957 – 15 დეკემბერი 1957
17 მაისი 1964 – 15 დეკემბერი1964
17 მაისი 1971 – 15 დეკემბერი 1971
17 მაისი 1978 – 15 დეკემბერი 1978
17 მაისი 1985 – 15 დეკემბერი 1985
17 მაისი 1992 – 16 დეკემბერი1992
17 მაისი 1999 – 15 დეკემბერი1999
16 მაისი 2006 – 15 დეკემბერი 2006
ადამიანები, რომლებიც მსგავსი მისიით იბადებიან ამ ქვეყნად განსაკუთრებული მისიით არიან მოვლენილნი. ამიტომ თუ თქვენი თავი სწორედ ამ ჯგუფში აღმოაჩინეთ, უნდა იცოდეთ რომ საკუთარ თავში ისეთი თვისებების განვითარება მოგიწევთ როგორიცაა სიმამაცე, დიდსულოვნება, სხვების მიმართ დახმარების სურვილი და გაჭირვებულთა მფარველობის ნიჭი. თეთრი მაგები როგორც წესი, თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობით არიან გამორჩეულნი. მათ აქვთ უნარი შესანიშნავად გაარჩიონ, თუნდაც ყველაზე ჩახლართულ სიტუაციაში მტყუანი და მართალი. ამიტომ გადაწყვეტილებას დაზარალებულების სასარგებლოდ ისინი ყოველთვის მარტივად იღებენ. როგორც წესი, ინტუიცია მათ არასოდეს ღალატობს. თუმცაღა ისეც ხდება, რომ ამგვარი მისიით მოვლენილ ადამიანს ამპარტავნება შეეყრება ხოლმე საკუთარი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, მით უმეტეს როცა მისი პერსონა საყოველთაო აღიარების და ყურადღების ცენტრში ექცევა, ცდუნება განდიდების მანიით დაავადებისა ძალზე დიდია. ასეთ შემთხვევაში იგი დგება რისკის წინაშე, გადაინაცვლოს აბსოლუტურად საპირისპირო და ნეგატიურ ჯგუფში რომელსაც „შავი მაგების“ ჯგუფი ეწოდება.