არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...
შემოქმედი ადამიანები
17 აგვისტო 1920 – 18 მარტი 1921
17 აგვისტო 1927 – 18 მარტი 1928
16 აგვისტო 1934 – 18 მარტი 1935
16 აგვისტო 1941 – 18 მარტი 1942
16 აგვისტო 1948 – 18 მარტი 1949
15 აგვისტო 1955 – 17 მარტი 1956
15 აგვისტო 1962 – 17 მარტი 1963
15 აგვისტო 1969 – 17 მარტი 1970
15 აგვისტო 1976 – 17 მარტი 1977
15 აგვისტო 1983 – 17 მარტი 1984
15 აგვისტო 1990 – 17 მარტი 1991
15 აგვისტო 1997 – 17 მარტი 1998
14 აგვისტო 2004 – 16 მარტი 2005
ადამიანები, რომლებიც ამგვარი კარმული მისიით ევლინებიან ქვეყანას შემოქმედებითი, ბოჰემური ცხოვრების სტილის მოყვარული და რომანტიული ბუნების ინდივიდები არიან. მათ შორის ძალიან ბევრ მხატვარს, მუსიკოსს, მსახიობს, დიზაინერს ან მოცეკვავეს ვხვდებით. გარდა ამისა, ამ ხალხს გააჩნია ნიჭი, არამხოლოდ თავად შექმნას რაიმე ფასეული ხელოვნების ნიმუში, არამედ გარშემო მყოფებიც წაახალისოს საკუთარ თავში დაფარული ან აქამდე ვერდაფასებული შემოქმედებითი უნარის წარმოჩენისკენ. ამ ადამიანებს უჩვეულოდ პოზიტიური, სუფთა და ნათელი ენერგეტიკა გააჩნიათ. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ გააჩნია ნებისმიერ მათგანს ნაცნობ-მეგობრების დიდი წრე და გარემოცვა. მათ უმრავლესობას უპრობლემოდ, ყოველგვარი ზედმეტი წუწუნის გარეშე გადააქვს ცხოვრებისეული სირთულეები და უკეთესი მომავლის იმედით შეჰყურებს ხვალინდელ დღეს. სწორედ ამ თვისებების გამო უყვარს ეს ხალხი გარშემო მყოფებს. თუმცაღა თუკი ამგვარი მისიით დაბადებული ადამიანი არ შეეცდება საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი განავითაროს, დათრგუნოს თავის თავში სახელოვნებო ნიჭი სხვა, გაცილებით უფრო სარფიანი და პერსპექტიული პროფესიის ათვისების ხარჯზე, მაშინ მათი ხასიათი ოპტიმიზმიდან პესიმიზმისკენ, პირქუშობისკენ განიცდის ტრანსფორმაციას და ისინი გადაინაცვლებენ მომდევნო ჯგუფში, რომელსაც "ბოღმიანი ადამიანების" ჯგუფი ეწოდება.