არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..
წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
23 მარტი 1924 – 16 დეკემბერი 1924
27 იანვარი 1933 – 22 ოქტომბერი 1933
3 დეკემბერი 1941 – 27 აგვისტო1942
7 ოქტომბერი 1950 – 3 ივლისი 1951
13 აგვისტო 1959 – 9 მაისი 1960
17 ივლისი 1968 – 13 მარტი 1969
23 აპრილი 1977 – 16 იანვარი 1978
26 თებერვალი 1986 – 23 ნოემბერი 1986
2 იანვარი 1995 – 28 სექტემბერი 1995
8 ნოემბერი 2003 – 2 აგვისტო 2004
ადამიანები, რომლებიც ამგვარი მისიით მოევლინენ ქვეყანას ნეგატიური კარმით გამოირჩევიან. რისი გავლენითაც ბევრი მათგანი მიდრეკილია ინტრიგების ხლართვისკენ და ჭორაობისკენ. წარსულ ინკარნაციაში მათ არ ესმოდათ სიტყვის ძალა და ფასი, ხშირად არ აკონტროლებდნენ საკუთარ აზრებს, რომელსაც ფრაზების სახით უგზავნიდნენ კოსმოსს და შემდგომში ამ ფრაზებს დამანგრეველი ენერგეტიკა მოჰქონდა ადრესატის მიმართ.
ამ ცხოვრებაში მათ მოეთხოვებათ არასოდეს განიკითხონ სხვები, არ გაავრცელონ ჭორები, არ უსურვონ ვინმეს ნეგატივი, გულის სიღრმეშიც კი არ გაივლონ გარშემომყოფთა მიმართ შური და სიხარბე. ყველაზე მთავარი მისია კი მათთვის არის ის, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ ის თუ რას, როგორ და სიტუაციაში ამბობენ. აუცილებელია მოიშალონ მოჩვენებითი ინფანტილურობა და გულუბრყვილობის ნიღაბს ამოფარებული მაქინაციების კეთება. ასევე ეკრძალება ამ ხალხს ინტრიგების ხლართვა, სხვისი თვალთვალი და დასმენა. თუკი იგი ძალებს არ დაიშურებს საკუთარ თავზე სამუშაოდ, სამომავლოდ გადაინაცვლებს გაცილებით უფრო პოზიტიურ ჯგუფში -„საგვარეულის მცველები“. ამ ჯგუფზე კი უკვე მომდევნო სტატიაში გვექნება საუბარი.