ავალონის სიბრძნე - შინაურებში უთვისტომო

ავალონის სიბრძნე -  შინაურებში უთვისტომო

არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქოტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

"შინაურებში უთვისტომო"

17 დეკემბერი 1924 – 12 სექტემბერი 1925

23 ოქტომბერი 1933 – 18 ივლისი 1934

28 აგვისტო 1942 – 24 მაისი 1943

3 ივლისი 1951 – 17 ივლისი 1952

9 მაისი 1960 – 1 თებერვალი 1961

14 მარტი 1969 – 8 დეკემბერი 1969

17 იანვარი 1978 – 13 ოქტომბერი 1978

23 ნოემბერი 1986 – 18 აგვისტო1987

29 სექტემბერი 1995 – 24 ივლისი 1996

3 აგვისტო 2004 – 29 აპრილი 2005

ადამიანები, რომელთაც ბედმა ამგავრი მისიით დაბადება არგუნა წილად, როგორც წესი თავს ყოველთვის "თეთრ ყვავად" გრძნობენ ნებისმიერ საზოგადოებაში; მათ შორის საკუთარ ოჯახშიც. ამ ხალხს უჭირს მოდუნება, სიმშვიდე და ოპტიმისტური დამოკიდებულების შექმნა ცხოვრების მიმართ. მათი უმრავლესობა გამოირჩევა ნერვოზულობით, შინაგანი დაძაბულობითა და სხვადასხვა სახის ფობიებით, რომელიც ქვეცნობიერის დონეზე აქვთ დალექილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს მოჰყვება საკმაოდ ნეგატიური კარმა წარულისდან, რაც საკუთარი გვარის წინაშე ჩადენილი ცოდვების სახით გამოიხატება. ამ ხალხის დიდი ნაწილი გამოირჩევა საკუთარი ოჯახის, გენეოლოგიის მიმართ აგდებული ან გულგრილი დამოკიდებულებით. ისინი ხშირად იტანჯებიან სხვადასხვა სახის გენეტიკური დაავადებით ან უქორწინებლობით. მათთვის აუცილებელია მოსცილდნენ იმ ადგილებს, სადაც დაიბადნენ, ბევრი იმოგზაურონ, გაეცნონ სხვადასხვა ხალხის კულტურულ ფასეულობებს, იდეოლოგიურ პრინციპებს და მსოფლმხედველობას. საიმისოდ, რომ ბოლომდე გააცნობიერონ საკუთარი ფესვების, გენეტიკური კოდის მნიშვნელობა და აზრი. მხოლოდ ამგვარი ტრანსფორმაციის შემდეგ ეძლევა მათ შანსი, გადაინაცვლონ სულიერების გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე და გადავიდნენ ე.წ. "შემოქმედი ადამიანების" ჯგუფში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?