არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..
წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
თავისუფლებისთვის დაბადებული ადამიანები
15 თებერვალი1924 – 15 სექტემბერი 1924
15 თებერვალი 1931 – 15 სექტემბერი 1931
15 თებერვალი 1938 – 15 სექტემბერი1938
15 თებერვალი 1945 – 15 სექტემბერი 1945
15 თებერვალი 1952 – 15 სექტემბერი 1952
15 თებერვალი 1959 – 15 სექტემბერი 1959
15 თებერვალი 1966 – 15 სექტემბერი1966
15 თებერვალი 1973 – 15 სექტემბერი 1973
15 თებერვალი 1980 – 15 სექტემბერი 1980
15 თებერვალი 1987 – 15 სექტემბერი 1987
15 თებერვალი 1994 – 15 სექტემბერი 1994
14 თებერვალი 2001 – 14 სექტემბერი 2001
14 თებერვალი 2008 – 15 სექტემბერი 2008
ეს ადამიანები ამ ქვეყანას ე.წ. "სუფთა კარმით" ევლინებიან. მათ დიდ ნაწილს გასული ინკარნაციული ციკლისას აქვს დასრულებული ენერგეტიკული ველის გასუფთავების პროცედურა, ამიტომ ამჯერად მათი ამ ქვეყნად მოვლინების მისია მდგომარეობს იმაში, რომ გარშემო მყოფებს დაეხმარონ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლაში, პიროვნული თავისუფლების და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ისინი მრავალმხრივად ნიჭიერები და იტელექტუალურები არიან. უმაღლესი ძალები ამ ადამიანს ყოველთვის ეხმარებიან იმით, რომ წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში რომელსაც თავს მიუძღვნიან. მათ გვერდით ყოველთვის იქნებიან ერთგული მეგობრები, კარგი თანამოაზრეები და მზრუნველი ოჯახის წევრები. თუმცა თუკი თქვენ ზუსტად ზემოხსენებულ კატეგორიას განეკუთვნებით, უნდა გახსოვდეთ ის, რომ იმ შემთხვევაში თუკი თქვენთვის მონიჭებულ თავისუფლებას ბოროტად გამოიყენებთ, ამბიციურობა და ამპარტავნება დაგძლევთ და გადაწყვეთ რომ ამ ქვეყნად ყველაფერი მარტივად გამოგივათ, შესაძლოა თქვენთვის ნაბოძები თავისუფლება მალე მონობით შეგეცვალოთ და გადაინაცვლოთ ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში, რომელსაც ანარქიული მისიით მოსული ადამიანების კატეგორია ეწოდება.