არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..
ზეციური მეომრები
17 აპრილი 1925 – 14 ნოემბერი 1925
17 აპრილი 1932 – 14 ნოემბერი 1932
17 აპრილი 1939 – 14 ნოემბერი 1939
17 აპრილი 1946 – 14 ნოემბერი 1946
16 აპრილი 1953 – 14 ნოემბერი 1953
16 აპრილი 1960 – 14 ნოემბერი 1960
16 აპრილი 1967 – 14 ნოემბერი 1967
16 აპრილი 1974 – 14 ნოემბერი 1974
16 აპრილი 1981 – 14 ნოემბერი 1981
16 აპრილი 1988 – 14 ნოემბერი 1988
16 აპრილი 1995 – 14 ნოემბერი 1995
15 აპრილი 2002 – 14 ნოემბერი 2002
ზეციური მეომრები – ეს ის ადამიანები არიან, ვისაც წარსული ინკარნაციის მიხედვით სუფთა და დადებითი კარმა გადმოჰყვა ამქვეყნად. მათი უმრავლესობა ძალიან დადებითი, პოზიტიური და სულიერად ძლიერი პიროვნებაა. ამ ხალხს იშვიათად აშინებს ან ერევა რამე. ისინი, ხშირად სასწაულებრივად ახერხებენ გადარჩნენ სახიფათო სიტუაციაში ან თავი აარიდონ უეჭველ სიკვდილსა და განსაცდელს. მათი დიდი ნაწილი მთელი სიცოცხლის მანძილზე იბრძვის სამართლიანობისთვის, იცავს დაჩაგრულებს, ეხმარება და ცხოვრებას უმსუბუქებს სხვას. ამ ადამიანებს შორის ძალიან ხშირად გვხვდებიან სამხედრო პირები, ექიმები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, მეცენატები, ქველმოქმედები და მკურნალები.
თუმცა, არსებობს იმის საფრთხეც, რომ პიროვნება რომელიც "ზეციური მეომრის" კარმით ევლინება ქვეყანას, შესაძლოა, დაემორჩილოს ცდუნებას საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობა ნეგატიური საქმის საკეთებლად გამოიყენოს (მაგ. გახდეს დაქირავებული მკვლელი, სნაიპერი), ასეთ შემთხვევაში მისი ნათელი კარმა კლებას იწყებს და ასეთ ადამიანს ემუქრება გადასვლა ე.წ. "უუფლებო ხალხის" ჯგუფში, რომლებზეც ყველა ბატონობს. თუმცა, მათ შესახებ უკვე მომდევნო სტატიაში გავაგრძელებთ საუბარს.