ავალონის სიბრძნე - ჟანგმოკიდებულები ანუ მტრები მეგობრის ნიღაბქვეშ

ავალონის სიბრძნე - ჟანგმოკიდებულები ანუ  მტრები მეგობრის ნიღაბქვეშ

არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის - ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..

ჟანგმოკიდებულები ანუ მტრები მეგობრის ნიღაბქვეშ

5 იანვარი 1922 – 30 სექტემბერი 1922

10 ნოემბერი 1930 – 6 აგვისტო 1931

16 სექტემბერი 1939 – 12 ივნისი 1940

23 ივლისი 1948 – 17 აპრილი 1949

27 მაისი 1957 – 20 თებერვალი 1958

1 აპრილი 1966 – 27 დეკემბერი 1966

5 თებერვალი 1975 – 31 ოქტომბერი 1975

12 დეკემბერი 1983 – 7 სექტემბერი 1984

18 ოქტომბერი 1992 – 13 ივლისი 1993

23 აგვისტო 2001 – 17 მაისი 2002

ადამიანები, რომელთან ამგვარი მისიით ერგოთ დაბადება, წინა ცხოვრებაში "ცრუ მეგობრობის" ნიღაბს ატარებდნენ. ისინი ხშირად ბოროტად იყენებდნენ, ახლობლებისა და სამეგობროს სახელს ძირითადად საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მათ ახასიათებდათ ფსევდო-გულწრფელობა და მოჩვენებითი თანაგრძნობის უნარი. თუმცა ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ მანერულობა იყო. რეალურად მათი უმრავლესობა ცივი გონებით და ეგოიზმით იყო სავსე.

ამ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ამგვარი მისიით დაიბადა, უნდა ერიდოს ნებისმიერი სახის საიდუმლო საქმიანობას. ოკულტიზმს, მაგიას და სხვადასხვა მკითხაობას. მან უნდა გააცნობიეროს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ისარგებლოს მანიპულაციის, შანტაჟის ან დაშინების მეთოდებით. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ სწორედ ამ ადამიანს ანდოს ვინმემ დიდი საიდუმლო ან ცხოვრების ისეთი საჩოთირო დეტალები გაუმხილოს, რაც არავინ იცის. მაგრამ ამ ადამიანმა უნდა შეძლოს მასზე მობარებული საიდუმლოს ბოლომდე შენახვა. გამორიცხული არ არის, ამგვარი მისიით დაბადებულს ხშირად აწუხებდეს კოშმარები (წარსული ცხოვრების გამოძახილი), ამიტომ მათთვის შვების მოტანა შეუძლია თეთრი მარმარილოს ნატეხს, რომელიც ბალიშის ქვეშ შენახული ანეიტრალებს სიზმრების სახით მოსულ ნეგატიურ ენერგეტიკას. ასევე აუცილებელია, ეს ხალხი მოერიდოს სასმელის ან მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ ან გადამეტებული დოზით მიღებას. თუკი ადამიანი შეძლებს და ყველა ზემოთვლილ ცდუნებას ღირსეულად გაართმევს თავს, იგი უკვე გადაინაცვლებს ე.წ. "ზეციური მეომრების" სიაში, რომელზეც მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?