ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ გარშემო დაინტერესებულია ათასგვარი ტიპის გათამაშებებით, ლატარიებით და ტოტალიზატორებით. ვერაფერს იტყვი, ეს მარტივი და იოლი ხერხია დიდი ფულის მოკლე ვადაში საშოვნელად. თუმცა, გამოთქმა - "უფასო ყველი, მხოლოდ სათაგურშია", ვფიქრობ, არ გახლავთ ლოგიკას და ჯანსაღ აზრს მოკლებული.
ასტროლოგებს ხშირად მიმართავენ თხოვნით გაკეთდეს გამოთვლა, ამა თუ იმ ადამიანის შემთხვევაში როდის დგება "იღბლიანი პერიოდი" აზარტულ თამაშებში წარმატების მოსაპოვებლად. ამგვარი გათვლები, კონკრეტული ინდივიდის პირადი დაბადების მონაცემების მეშვეობით ითვლება. თუმცა, საიმისოდ, რომ გავარკვიოთ წლევანდელ წელს ვის გაუღიმებს ამ მხრივ ასე თუ ისე ფორტუნა, პლანეტარული განლაგების მიხედვითაც შეიძლება ზოგადი პროგნოზის გაკეთება.
რაკი წარმატების პლანეტა იუპიტერი ქალწულის ნიშანშია, ხოლო მოულოდნელობებზე პასუხისმგებელი პლანეტა ურანი ვერძის ზოდიაქოს გადის, ყველაზე მეტად შესაძლებელია აზარტულ თამაშებში კუროს, თევზების ან ლომის ნიშნით დაბადებულებს გაუმართლოთ. არანაკლებ მომგებიანი შეიძლება იყოს წლის მეორე ნახევარი აზარტულობის მხრივ მორიელებისა და თხის რქებისთვისაც. ნაკლებად უნდა დაკავდნენ მსგავსი ტიპის საქმიანობით მშვილდოსნები და სასწორები. მათთვის პლანეტები ამ ეტაპზე არცთუ კეთილგანწყობილნი არიან აზარტული სფეროს კუთხით.