ბედის ციფრი და სასურველი ავტომობილი - ციფრი 4

ბედის ციფრი და სასურველი ავტომობილი - ციფრი 4

როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბედის ციფრის მიხედვით, კონკრეტული სტილისა და მოდელის მანქანა შეეფერება. მოდით, გამოვთვალოთ რომელი ავტომობილია თქვენი.

ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

მაშ ასე, თუკი თქვენი ბედის ციფრია – 4

ოთხიანები თანდაყოლილი წინადახედულებითა და სიმშვიდით გამოირჩევიან. ამიტომ ასეთი ხალხი, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მანქანის საჭეს თუნდაც ეს მანქანა, ბაბუის ნაქონი "ზაპოროჟეცი" აღმოჩნდეს. თუმცა ერთი პირობით – როგორც სალონი ისე მანქანა აუცილებლად ზედმიწევნით სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს. ოთხიანისთვის საჭესთან ჯდომისას პირველი კრიტერიუმი კომფორტია. ამიტომ, ხშირად ისე ხდება, რომ ამ ხალხს მანქანის საბარგული ათასგვარი სათადარიგო ნივთითა და დამხმარე ხელსაწყოთი აქვს სავსე. რამე რომ მოხდეს, თავადაც ხომ უნდა შეძლონ მანქანის ტექნიკური პრობლემების მოგვარება მგზავრობისას. ოთხიანები იშვიათად აჭარბებენ სიჩქარეს და ყოველთვის ცდილობენ, მოძრაობის წესები მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან, იმ შემთხვევაშიც კი თუ ტრასა აბსოლუტურად თავისუფალია. ასეთი ადამიანებისთვის ყველაზე უფრო მისაღებია "ტოიოტას" მარკის სხვადასხვა კომფორტული მოდელი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?