ბედის ციფრი და სასურველი ავტომობილი - ციფრი 5

ბედის ციფრი და სასურველი ავტომობილი - ციფრი 5

როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბედის ციფრის მიხედვით, კონკრეტული სტილისა და მოდელის მანქანა შეეფერება. მოდით, გამოვთვალოთ რომელი ავტომობილია თქვენი.

ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება – 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

მაშ ასე თუკი თქვენი ბედის ციფრია –  5

აი, რაც შეეხებათ "ხუთოსნებს", ამ ადამიანებში თავგადასავლებისა და ცვლილებების სიყვარული იმდენად დიდია, ნებისმიერი მარკის მანქანას უპრობლემოდ მოირგებენ და მოერგებიან, ოღონდაც ამ უკანასკნელს ოთხი ბორბალი და გამართულად მომუშავე ძრავი ჰქონდეს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ, ცხოვრება მანქანის ყოლის ფუფუნებით არ გაანებივრებს, ხუთიანს თავისუფლად შეუძლია მოტოციკლით, ველოსიპედით ან სულაც ავტოსტოპით დაიკმაყოფილოს მოგზაურობისა და წანწალისკენ მიდრეკილება. აქედან გამომდინარე, როცა ჯერი ავტომობილის შერჩევაზე მიდგება, "ხუთოსნები" გამძლე, ყველგანმავალი "ჯიპებისკენ" უფრო იხრებიან, რომელსაც ამასთან ერთად, ტევადი და დიდი საბარგული აქვს, ვიდრე ულტრამოდური მოდელებისკენ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?