როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბედის ციფრის მიხედვით, კონკრეტული სტილისა და მოდელის მანქანა შეეფერება. მოდით, გამოვთვალოთ რომელი ავტომობილია თქვენი.
ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
მაშ ასე თუკი თქვენი ბედის ციფრია – 7
შვიდიანები, ბუნებით საკმაოდ გულჩახვეულები და ეჭვიანები არიან. ისინი ადვილად არავის უღებენ საკუთარ გულის კარს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მათ გარშემო მყოფები ხშირად იდუმალებით მოცულ, უცნაურ პიროვნებებად აღიქვამენ. თუმცა რეალურად, მხოლოდ შვიდიანმა იცის, რას ნიშნავს იყო "მარტოსული ბრბოში" და მათ ბედნიერებას საზღვარი არ აქვს თუკი ცხოვრებაში ე.წ. "მონათესავე სულის" ადამიანს გადაეყრებიან.
ამ ადამიანებს შორის, იმდენად განსხვავებულ ტიპაჟებს ვხვდებით, რომ საკმაოდ რთულია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რომელი ავტომობილი შეეფერება შვიდიანის ბედის ციფრის მქონე ადამიანს. მათ შორის ბევრი ძველისძველი, ანტიკვარული მოდელით დადის, ზოგს უახლესი მარკის "ჯიპი" ან "ფერარი" იზიდავს ზოგი კი სულაც ველოსიპედით გადააგდილების მომხრეა.