როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბედის ციფრის მიხედვით, კონკრეტული სტილისა და მოდელის მანქანა შეეფერება. მოდით, გამოვთვალოთ რომელი ავტომობილია თქვენი.
ბედის ციფრის გამოთვლის მაგალითი: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
მაშ ასე თუკი თქვენი ბედის ციფრია – 9
ცხრიანები ბუნებით კონსერვატორები, პრინციპულები და ჯიუტები არიან. ბევრი მათგანი უბრალოდ უარს ამბობს საკუთარი ავტომობილის ყოლაზე, იმ მოტივით რომ ავტომობილის ყოლა ზედმეტი და არაფრის მომცემი ფუფუნებაა, მაშინ როცა საათივით აწყობილად დადის სამოქალაქო ტრანსპორტი ქალაქის ნებისმეირი მიმართულებით. გარდა ამისა, მათ უმრავლესობას არც მრავალსაათიან საცობებში დგომის ნერვები გააჩნია. ამიტომ მანქანის არყოლას ამ მიზეზითაც ხშირად ამართლებენ ისინი. თუკი მაინც ისე მოხდა, რომ ცხრიანი საკუთარი ავტომობილის მფლობელი გახდა, იგი აუცილებლად იყიდის მცირელიტრაჟიან და ეკონომიურ მოდელს. მაგალითად "ხოჭოს" ან "ჰონდა ფიტის" მსგავს ეგზემპლარს.