ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 1

ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 1

რომელიც თქვენი დაბადების თარიღების ჯამური ბალანსით მიიღება, განაპირობებს იმას თუ კონკრეტულად რა სახის პროფესია შეგეფერებათ და რა სახის ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ.

ასე მაგალითად: ადამიანი რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

მაშ ასე, თუკი თქვენი დაბადების ციფრი არის 1

სათქვენოდ გამოსადეგი პროფესიაა ადმინისტრაციული საქმიანობა, მენეჯერის ან იმპრესარიოს კარიერა. თუმცა თქვენთვის აუცილებელია, რომ სამსახურში შემოქმედებითი მიდგომის საშუალება მოგცენ და კრეატიული ხედვის გამომჟღავნება შეძლოთ. გარდა ზემოთ ხსენებულისა, თქვენგან კარგი მწერალი, დიპლომატი, არქიტექტორი, დიზაინერი, ნევროლოგი ან ჟურნალისტიც დადგება. არანაკლებ მომგებიანია, სარეკლამო სააგენტოს მენეჯერის ან პარფიუმერიის მაღაზიის მმართველის ვაკანსიაც. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის აუცილებელია ისეთი სფერო, სადაც ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას მისცემთ თავს. ამასთან ერთად, რაც უფრო მეტად იქნება თქვენ ხელში მართვის სადავეები, მით უფრო ნაყოფიერი იქნება თქვენი შრომის შედეგი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?