ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 2

ბედის ციფრი და შესაფერისი პროფესია - ციფრი 2

თქვენი დაბადების თარიღების ჯამური ბალანსით მიიღება, განაპირობებს იმას თუ კონკრეტულად რა სახის პროფესია შეგეფერებათ და რა სახის ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ.

ასე მაგალითად: ადამიანი რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

მაშ ასე, თუკი თქვენი დაბადების ციფრი არის 2

ამ შემთხვევაში თქვენი საქმიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს კომუნიკაციის სფეროებთან, როგორიცაა დიპლომატია, საბროკერო საქმე, საშუამავლო მომსახურება. თქვენთვის უკეთესია, იმუშაოთ ჯგუფში ვიდრე სხვებზე აიღოთ პასუხისმგებლობა. საბანკო სფეროში მომუშავე საკმაოდ ბევრი ადამიანი იბადება ამგავრი ბედის ციფრით. ასევე კარგად ართმევენ თავს ეს ადამიანები ტურისტულ ბიზნესს, მომსახურების სფეროს. მათგან კარგი მუსიკოსები გამოდიან. თუმცა უმჯობესია, თუ სოლო კარიერის მაგივრად, ჯგუფში მოღვაწეობაზე გააკეთებენ აქცენტს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამგვარი ბედის ციფრით თეატრალი იბადება, მისთვის კინემატოგრაფში მოღვაწეობა ნაკლებად იქნება მომგებიანი. უმჯობესია, მან ცხოვრება მთლიანად მიუძღვნას თეატრალურ პოლიგონს. ზოგადად, ორიანებში დაბადებიდან ჩადებულია თანამშრომლობის პრინციპი, აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ბედის ციფრი ორიანია, გაითვალისწინეთ რომ გუნდურობის პრინციპის დაცვა გევალებათ და ნებისმირი საქმე მოგიტანთ წარმატებას, სადაც ჯგუფში მუშაობაა აუცილებელი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?