თქვენი დაბადების თარიღების ჯამური ბალანსით მიიღება, განაპირობებს იმას თუ კონკრეტულად რა სახის პროფესია შეგეფერებათ და რა სახის ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ.
ასე მაგალითად: ადამიანი რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება - 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9
თუკი თქვენი ბედის ციფრია – 5
ხუთიანები ბუნებით ნოვატორები და კრეატიულები არიან. ამიტომ მათთვის, მუდმივად ერთი და იმავე საქმი კეთება აუტანელი ტანჯვაა. თუკი თქვენი ბედის ციფრი ხუთიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე თქვენთვის მხიარული და ჯადოსნური თავგადასავალია, შესაბამისად ცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ახალი სფერო აითვისოთ და მეტი შეიმეცნოთ ცხოვრების გზაზე.
სათქვენო საქმიანობას წარმოადგენს: ივენთ-მენეჯმენტი, ტურიზმი, მხატვრობა, თეატრალური კრიტიკოსის პროფესია, ფოტოგრაფია, რეჟისურა, სპორტული სარბიელი, ფსიქოლოგია, კოსმეტოლოგია, პლასტიკური ქირურგია, არქეოლოგია, საადვოკატო საქმე და ა.შ. ხუთიანებს შორის ბევრი პროფესიონალი მოცეკვავე და მფრინავ-გამომცდელიც გვხვდება. ზოგადად, მისთვის ვინც ხუთიანის გავლენით იბადება, აუცილებელია სოციუმის ყველა შრესთან ჰქონდეთ შეხება, თუ პროფესიული კუთხით არა ჰობის სახით მაინც.